ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი ზორან მარუსიჩი კარიერას უზბეკეთის ვიცე-ჩემპიონ "ნასაფში" გააგრძელებს.

ჩვენი ჩემპიონატის გასული სეზონის ერთ-ერთმა ბომბარდირმა (17 გოლი სამ ფეხბურთელს დაუგროვდა), ხელი 1-წლიან კონტრაქტს მოაწერა.

აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდის ღირსებას ჯაბა ჯიღაური იცავს. მარუსიჩი თბილისის "დინამოში" ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა. მან ჯამში დედაქალაქური გუნდის ფორმა 69 შეხვედრაში მოირგო, სადაც 33 გოლი გაიტანა.