"სამტრედიამ" "დინამო" 3:2 დაამარცხა - თბილისური გუნდი მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის 29-ე ტურში "სამტრედიამ" თბილისის "დინამო" 3:2 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ზვიად ნაჭყებიამ ანგარიში გახსნა, 56-ე წუთზე თბილისელთა შემადგენლობიდან ალექსანდრე კალანდაძემ წონასწორობა აღადგინა.

61-ე წუთზე ალექსანდრ მიშოვმა მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა, რევაზ ინჯგიამ მე-80 წუთზე გაიტანა და სხვაობა უკვე ორბურთიანი გახადა, საბოლოო ანგარიში კი ანზორ მექვაბიშვილმა 90+6 წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, "დინამო" 55 ქულით მე-2 ადგილს იკავებს, ბათუმის "დინამოს" 7 ქულიანი უპირატესობა კვლავ ძალაში დარჩა, დამატებით აჭარლებს თამაში აქვთ ჩასატარებელი, თბილისური გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "გაგრასთან" ჩაატარებს.

"სამტრედია" 29 ქულით
მე-8 ადგილს იკავებს, 8 მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს და "თელავსაც" 2 ქულაში მიუახლოვდა, მომდევნო შეხვედრას იმავე 21 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედოსთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა სტადიონი რა ბალახის საფარი თუ ძმა ხართ ერთი ურუგვაის ჩემპიონატს შეხედეთ სათ თამაშობენ ბიჭბი და რა ფეხბურთელები იზრდებიან და რა დონეზე გადიან. ჭამენ ყველაფერს. ხო ჩვენზე ბევრნი არიან რიცხობრივად და ჩვენზე წინ ეკონომირად.ცუდ მოცეკვავეს ,,,,,, უშლიდაო. ხან მოედანი არ მოწონთ ხან წვიმა ხან ქარი ხან სიცხე ხან სიცივე. ვინმე თუ იტყვის ხმამაღლა ბოლო-ბოლო სიმართლეს რომ ქართველი ფეხბურთელების ძალიან დიდი პროცენტი აფთიაქურ ნარკომანიას რომ მისდევს და შემთხვევით ეს რომ არის პრობლემა? არა ხო...?! ხოდა აბა იყავით ილუზიაში და დაგვიჭერს მერე მალტის ანდორის ესტონეთის გუნდი გვათრევენ წინდაუკან
იბერია
18:14 09-10-2023
0
კომენტატორ სად დაინახე თამაშგარე?! 5 მეტრით უკან იდგა დინამოს მცველი! წელს ბათუმი გახდება უეჭველი თან 100 წლის იუბილე აქვთ.
ბაჩო
14:42 08-10-2023
1

სიახლეები პოპულარული