"გვეეჭვება, "დინამოს" ფრის შანსი მაინც ჰქონდეს" - რუსების პროგნოზი ქართული კლუბის "ასტანასთან" დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
რუსულმა Vseprosport.ru-მ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩზე, სადაც თბილისისის "დინამო" გასვლაზე "ასტანას" დაუპირისპირდება, პროგნოზი გააკეთა.

სტატიის ავტორ ჟურნალისტ დენის ბოგდანოვს მიაჩნია, რომ ქართულ კლუბს ფრის შანსიც მიზერული აქვს.

"გასულ სეზონში "ასტანამ" ღირსეულად იასპარეზა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "ყვითელ-ლურჯებისთვის" ეს წარმატება ადვილი არ იყო, რადგან მეორე ადგილზე მყოფ "აქტობეს" მხოლოდ 1 ქულით გაასწრო.

ახლა, 14 ტურის შემდეგ, გრიგორი ბაბაიანის გუნდი ცხრილში მეორეა და პირველ ადგილზე მყოფ "ორდაბასის" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლით ჩამორჩება.

რაც შეეხება "დინამოს", მათ გაამართლეს გულშემატკივართა და ხელმძღვანელობის მოლოდინი, რაც საქართველოს ჩემპიონის მე-18 ტიტულში აისახა.

კონკურენტ ბათუმის "დინამოსთან" ბრძოლა სასტიკი და დაუნდობელი აღმოჩნდა. წელს კი გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მე-4 ადგილზეა და ლიდერს 8 ქულით ჩამორჩება.

"ასტანა" საერთაშორისო ტურნირებზე ძალიან გამოცდილი და მებრძოლია. ისინი ყოველწლიურად იღებენ კვალიფიკაციაში მონაწილეობას.

"ყვითელ-ლურჯები" შინ განსაკუთრებულად კარგად თამაშობს და უდავოა, რომ დღესაც ფავორიტები არიან. გვეეჭვება, "დინამოს" ფრის შანსი მაინც ჰქონდეს", - წერს vseprosport.ru.

შეგახსენებთ, დღევანდელი ყაზახურ-ქართული დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 27 /
G.LA და გიორგი ერთი მზეა და აქებენ ვითომ ერთმანეთს. Არადა ორივე ერთი და იგივე მზე ადამიანია
Ვაი შენს ქურუმს
21:10 12-07-2023
3
Kobouri sustia
Levani
20:40 12-07-2023
1

სიახლეები პოპულარული