ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს

AutoSharing Option
როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ნაკრების 37 წლის მეკარე გიორგი ლორია "ანორთოსისს" დატოვებს. Geo Team-ი კი იტყობინება, რომ, შესაძლოა, ლორია მშობლიურ კლუბში, თბილისის "დინამოში" დაბრუნდეს, რომლის ღირსებასაც 2005-14 წლებში იცავდა:

"დინამო თბილისი" აქტიურად მუშაობს საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი ლორიას დამატებაზე.
იქედან გამომდინარე, რომ სეზონის ბოლოს ლორიას "ანორთოსისიდან" წამოსვლის შანის მაღალია, კლუბსა და ფეხბურთელს შორის სატელეფონო საუბარი უკვე შედგა. შეთანხმების ალბათობა მაღალია.

გიორგი ჭიაბრიშვილს ევროტურნირების წინ მეკარის პოზიციაზე გარისკვა არ სურს და მისი სურვილი კლუბში გამოცდილი ფეხბურთელის დამატებაა".