ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის მე-10 ტურის შეხვედრა ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" შორის ჩხუბის გამო ვერ დასრულდა. აღნიშნულ ინციდენტს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს და უახლოეს მომავალში გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

მატჩს ტრიბუნიდან თვალს არ ადევნებდა მასპინძელთა ფან-კლუბი "ჯუნგლები", რომელიც სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში წერია, რომ ისინი სტადიონზე მანამდე არ მივლენ, ვიდრე გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე თანამდეობას არ დატოვებს.

"ბევრი კითხულობს თუ რატო არ არიან "ჯუნგლები" დღევანდელ შეხვედრაზე. ჩვენი მოთხოვნა მთავარი მწვრთნელის გია ცეცაძის თანამდებობიდან გათავისუფლებაა და პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ
დატოვებს!!! ეს გუნდი სულ იყო არის და იქნება ხალხის და ხალხის აზრს თუ პატივს არ ცემთ არც ჩვენ გცემთ პატივს!!!", - წერია განცხადებაში.

altჩხუბი, ტრიბუნებიდან საგნების სროლა, მაყურებლების მოედანზე შევარდნა - "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩი ჩაიშალა [VIDEO]