რომან ფიფია: ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოსთან" ინტერვიუში რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

როგორც ინტერვიუდან ირკვევა, რომან ფიფია "სასამართლოშია გაჩხერილი".

გარდა ამისა, ფიფია გუნდის გაძლიერებაზეც საუბრობს და მაგალითად იაფი აფრიკული ბაზარი მოჰყავს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რეალურად, პოსტსაბჭოეთის ყველა ახალწამოჩიტული გრანდი ასეა - "ასტანაში", "ყარაბაღში", "გაბალაში", "შერიფში"... ამინდს 3-4 ძლიერი ლეგიონერი ქმნის. ანუ მათი საშუალებით შედეგის მიღწევა შესაძლებელია...
- რა თქმა უნდა, თუმცა "შერიფის" მეპატრონეს დიდი ბიზნესი აქვს. მე კი მესამე წელია, ქვეყანაში შემოსავალი არ გამაჩნია. მინდა, ეს ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს.

- ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ "დინამოდან" წასვლა გსურთ?

- წასვლა?! ვინ არის ის ადამიანი, ვინც "დინამოში" ამხელა ფულს დახარჯავს?! ლეგიონერების ვერჩამოყვანაზე კრიტიკა მესმის, მაგრამ მე ვერ ვხედავ ადამიანს, რომელიც კლუბს შეინახავს. თუ ასეთს მოძებნით, დავფიქრდები. მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში - როგორც სასამართლოში, ასევე - ფეხბურთში.

* * *
- სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, გავიდეთ იაფ სატრანსფერო ბაზარზე, როგორც "ყარაბაღი", "გაბალა", "შერიფი" და "ასტანა" აკეთებენ.

- ეს როდის მოხდება?
- დეტალურად ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვხედავ აუცილებლობას, რომ 3-4 კარგი ლეგიონერი გვყავდეს. ამისთვის საჭიროა ისეთი იაფი ბაზარი, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლა გაუხარდებათ. ასეთი კი აფრიკაშია. მთელი ევროპა და უკრაინა ამ არხზე ზის და ჩვენი ინტერესით არაფერი დაშავდება. რაც მთავარია, ხარისხი ფასს აღემატება. ჩვენთან აქამდე უკუღმა იყო - ფასი ხარისხს აღემატებოდა, ოღონდ აქ ჩისკოს არ ვგულისხმობ. ახლა ამაზე ვმუშაობ, რომ აფრიკიდან კარგი, საინტერესო მოთამაშეები ჩამოვიყვანოთ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 15 /
გულშემატკივარს მივმართავ არ გეჩვენებათ რომ ეს გეგმაზომიერი შეგნებული პოლიტიკა?
ამათი მიზანია დინამო იყოს სულ ასეთ სავალალო დღეში.
ვფიქრობ პოლიტიკაა ჩერეული.
მიზანი ერთია, მოსახეობაში დაამკვიდრონ აზრი , რომ ქართულ ფეხბურთს არ აქვს დამოუკიდებლად არსებობის უნარი მოძმე რუსეთის გარეშე
lasha
17:22 27-07-2018
3
წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ucnobi
13:02 27-07-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული