ეროვნული ლიგა. IX ტური:"ტორპედომ" "კოლხეთს" ვერ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ეროვნული ლიგის მე-9 ტურში "ტორპედომ" ზესტაფონში ვერ მოახერხა "კოლხეთის" დამარცხება 1:1.

ანგარიში მე-19 წუთზე თერთმეტმეტრიანით ქუთაისელმა კუხიანიძემ გახსნა, შეცვლაზე შესულმა იმნაძემ კი მე-60 წუთზე "ტორპედოს" საპასუხო გოლი გაუტანა.

ზესტაფონი. "დავით აბაშიძე".
კოლხეთი - ტორპედო 1:1
გოლები: 0:1 გიორგი კუხიანიძე (19, პენ), 1:1 ლუკა იმნაძე (60)

კოლხეთი (4-4-2): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია, ბორის მახარაძე, ლაშა გოგონაია (კ), ზურაბ არზიანი (ვალიკო ტყემალაძე 87), ვლადიმირ პანამარიოვი, ილია მიხაილოვი, გიორგი კახელიშვილი, ოთარ კვერნაძე (ლუკა იმნაძე 57), ვლადიმირ გოგბერაშვილი (იაროსლავ კვასოვი 82)

მთ. მწვრთნელი: ნუგზარ
თვარაძე

ტორპედო (4-2-3-1): როინ კვასხვაძე (კ), ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, ოლეგ მამასახლისი, გიორგი კუხიანიძე, გიორგი გურული, ლევან კუტალია, თენგიზ წიქარიძე (ლაშა კუჭუხიძე 68), გრიგოლ დოლიძე (ევგენი ბოხაშვილი 80), გიორგი ქიმაძე, ჯაბა ლიპარტია (თორნიკე კაპანაძე 62)

მთ. მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქუთაისლებო!გააგდეთ ეს პიტალო ჩხეტიანი თავის შტაბიანად და მოიყვანეთ ვინმე ნორმალური მწვრთნელი,თორემ შარშანდელზე ვარესად გაბითურდებით.ესენი ფოთს ვერ უგებენ და ჩემპიონთა ლიგაზე მოუგებენ ამ გუნდით და ამ მწვრთნელით ვინმეს? არ ეტყობა ამ გუნდს .მწვრთნელი თუ ჰყავს საერთოდ.ეხლა ამ კვირას წააგებენ გორში და აეწყობა საქმე ქუთაისს.ვინც ჩხეტიანს მწვრთნელობა დააბრალა იმისი რა ვთქვი,მწვრთნელი ჩიხურას ყავს.ქუთაისელია და იქნებ გაისად ჩამიყვანოთ ტორბედოში
mamulo
00:56 02-05-2018
1

სიახლეები პოპულარული