ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. VII ტური: "კოლხეთმა" "ლოკომოტივი" დაამარცხა

AutoSharing Option
20 პრილს ეროვნული ლიგის მე-7 ტურში "კოლხეთმა" ზესტაფონში "ლოკომოტივი" დაამარცხა (3:1).

ძლიერ წვიმაში ჩატარებულ ჩემპიონატის აუტსაიდერების მატჩში ანგარიში მე-7 წუთზე პენალტით "ლოკოს" ნახევარმცველმა თეიმურაზ შონიამ გახსნა, მე-16 წუთზე ფოთელთა ფორვარდმა იაროსლავ კვასოვმა ასევე თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა, 25-ე წუთზე კი "კოლხეთის" მცველმა გიორგი კილასონიამ თავისი გუნდი დააწინაურა.

67-ე წუთზე "კოლხეთის" თავდამსხმელმა ილია მიხაილოვმა მესამედ დალაშქრა რევაზ თევდორაძის კარი. დარჩენილ დროში თბილისელები ბევრს ეცადნენ ქულის გადარჩენას, მაგრამ ვერ მოახერხეს და ფოთელებმა მიმდინარე პირველობაზე მეორე გამარჯვება მოიპოვეს.

ზესტაფონი. "დავით აბაძიძე".
კოლხეთი -
ლოკომოტივი 3:1

გოლები: 0:1 თეიმურაზ შონია (7, პენ), 1:1 იაროსლავ კვასოვი (16, პენ), 2:1 გიორგი კილასონია (25), 3:1 ილია მიხაილოვი (67)

კოლხეთი (3-4-3): ანდრი პოლტავცევი, გიორგი კილასონია (კ) (თორნიკე ჯიმშელეიშვილი 90+5), ბორის მახარაძე, ვლადიმირ პანამარიოვი, სერგეი დანილოვი, ილია მიხაილოვი, ოთარ კვერნაძე (ლევან კაკულია 46), პატერსონ კაბორე, გიგა ჭეიშვილი, ვალიკო ტყემალაძე, იაროსლავ კვასოვი (ვლადიმირ გოგბერაშვილი 57)

მთ. მწვრთნელი: ნუგზარ თვარაძე

ლოკომოტივი (4-4-2): რევაზ თევდორაძე, დავით ჯიქია (ოთარ კობახიძე 62), თეიმურაზ შონია, ლაშა გვალია (თორნიკე ძებნიაური 70), მამია გავაშელიშვილი, დაჩი ცნობილაძე, უჩა ლობჟანიძე, რომან ჭანტურია, გიორგი გაბაძე, დავით უბილავა (კ), დავით სამურკასოვი (გიორგი კიკნაძე 70)

მთ. მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი