ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამტრედიამ" თურქული შეკრება მოგებით დაასრულა

AutoSharing Option
ბოლო, მე-7 ამხანაგური მატჩი "სამტრედიამ" ყირგიზეთის კლუბ "ალაისთან" გამართა. მატჩის პირველ ნახევარში ქართული გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

მიგინეიშვილი, ნდონგი, ფატიჩი, ახალაძე, დაუშვილი, განუგრავა, ჩაჩუა, ბაჩიაშვილი, კირკიტაძე, გი, მაიკლი.

30-ე წუთზე კირკიტაძემ ანგარიში გახსნა და მოწინააღმდეგეს პირველი გოლი გაუტანა. ამას 4 წუთში ჩაჩუას მეორე გოლი მოჰყვა. მოწინააღმდეგე გუნდმა ორი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა პირველი ტაიმი "სამტრედიის" უპირატესობით დასრულდა, გიმ 44-ე წუთზე "ალაის" მე-3 გოლი გაუტანა.

მეორე ნახევარში შემადგენლობა ასეთი იყო:

სტურუა, ლობჯანიძე, კერძევაძე, ოლხოვი, მანჯგალაძე, მესიაჩენკო, ნინუა, გიორბელიძე, აღდგომელაშვილი, ვეილი, ხაჩიძე.

მე-2 ტაიმში ქართული კლუბის მოწინააღმდეგემ მე-3 გოლის გატანა მოახერხა, თუმცა ვინსენტ ლუკას ვეილმა მატჩის საბოლოო გოლი გაიტანა და ანგარიში 4:3 "სამტრედიის" სასარგებლოდ დაფიქსირდა.

"სამტრედია" 4:3 "ალაი" ბოლო მატჩი იყო, რომელიც თურქეთში შეკრებაზე მყოფმა გუნდმა ჩაატარა. უჩა სოსიაშვილის გუნდი ეროვნული ლიგისა და უეფას მატჩებისთვის მზადებას საქართველოში 26 თებერვლიდან განაგრძობს.