ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

თბილისის "დინამოს" მეტოქეები თურქულ შეკრებაზე ცნობილია

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ზამთრის შეკრების გასავლელად 22 იანვარს თურქეთში გაემგზავრება.

2018 წლის სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს დედაქალაქელები სიდეში გაივლიან. შეკრებაზე თბილისელები 4 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ.

26 იანვარს გუნდი ლუგანსკის "ზორიას" შეხვდება, 29 იანვარს სპარინგს ქართულ გუნდს ნოვი სონჩის "სანდეცია" გაუწევს, 2 თებერვალს "დინამო" პოლტავის "ვორსკლას" შეხვდება, 6 თებერვალს კი - ტულის "არსენალს".

კახი კაჭარავას გუნდი თბილისში 7 თებერვალს დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება.

მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით