ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

გორის "დილა" ორი ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
გასული სეზონის დასრულების შემდეგ "გორის დილა" ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, თუმცა არიან ახლებიც.

ამჯერად გუნდს ქართველი მცველი ჯემალ გოგიაშვილი და უკრაინელი თავდამსხმელი მიკოლა კოვტალიუკი შეუერთდნენ.

29 წლის გოგიაშვილი ბოლო პერიოდში "სამტრედიის" ღირსებას იცავდა, სადაც ბოლო სეზონში 25 თამაში ჩაატარა, ხოლო 22 წლის კოვტალიუკმა წინა სეზონი თბილისის "დინამოში" გაატარა, სადაც 8 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა უკეთესი მაჩვენებელი ჰქონდა, როდესაც ფოთის "კოლხეთის" ღირსებას იცავდა. მაშინ უკრაინელმა 10 გოლი გაიტანა.

"გორის დილას" პრესსამსახური
ასევე დაგაინტერესებთ