ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"სამტრედიამ" მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი დაიმატა

AutoSharing Option
"სამტრედიას" საიტი იტყობინება, რომ 29 წლის მონტენეგროელი მცველი ივან ფატიჩი დაიმატა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.

ფატიჩი შემოდგომაზე ტუზლას "სლობოდადან" მაკედონიის "შკუპში" გადავიდა, რომლის ღირსება 4 მატჩში დაიცვა, ის 2007/2008 წლების სეზონში მილანის "ინტერში" ასპარეზობდა, შემდეგ "ვიჩენცაში", "სალერნიტანაში", "ჯენოაში", "ჩეზენაში", "კიევოში", "ემპოლიში", "ვერონაში", "ლეჩეში", "ვოევოდინაში", "რუდარში" და "სარავაკში" თამაშობდა.

ფატიჩს თავისი ქვეყნის ნაკრებში 6 შეხვედრა აქვს ჩატარებული.