ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ლაშა თოთაძე თბილისის ''დინამოში'' კიდევ 2 წლით დარჩება

AutoSharing Option
თბილისის ''დინამოს'' მცველმა ლაშა თოთაძემ კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 29 წლის ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში კიდევ ორი წლით დარჩება. თოთაძე გასული სეზონის საუკეთესო მცველად დასახელდა.

ლაშა თოთაძე:
''დინამო" ჩემი მეორე სახლია. მე მოხარული ვარ, ჩვენი ურთიერთობა კვლავ გრძელდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს ახალგაზრდა თანაგუნდელებთან ერთად წინ არაერთი გამარჯვება მელის. მე, ჩემი მხრივ, მათ ყველანაირად მხარში დავუდგები. ჩემი ოცნებაა, კარიერის ბოლომდე "დინამოს" ვემსახურო'', – აღნიშნა თოთაძემ.


მომზადებულია fcdinamo.ge-ს მიხედვით