ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ზაალ ჩაჩავა: ჩემპიონობამ ჩვენი ჩანაფიქრები კიდევ უფრო ამბიციური გახადა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის გაჩემპიონების შემდეგ გაზეთ "ლელოსთან" რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს:

"ჩემპიონობამ ჩვენი ჩანაფიქრები კიდევ უფრო ამბიციური გახადა. წარმატებამ შემართება კიდევ უფრო შეგვმატა და დიდი გეგმები გაგვიჩნდა, რადგან "ტორპედოს" გულშემატკივარი იმსახურებს, რომ წარმატებული კლუბი ჰყავდეს.

უპირველესად, დავიწყებთ "ტორპედოს" ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებას, რათა ქუთაისში არსებული უდიდესი რესურსი გამოვიყენოთ, რომ ბავშვები სხვაგან არ წავიდნენ და გუნდის მომავალი თაობები ადგილზე გავზარდოთ. ამიტომ სავარჯიშო და სათამაშო მოედნების დამატებას და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნას ვაპირებთ".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია