ზაალ ჩაჩავა: ჩემპიონობამ ჩვენი ჩანაფიქრები კიდევ უფრო ამბიციური გახადა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ გუნდის გაჩემპიონების შემდეგ გაზეთ "ლელოსთან" რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

გთავაზობთ საინტერესო ამონარიდს:

"ჩემპიონობამ ჩვენი ჩანაფიქრები კიდევ უფრო ამბიციური გახადა. წარმატებამ შემართება კიდევ უფრო შეგვმატა და დიდი გეგმები გაგვიჩნდა, რადგან "ტორპედოს" გულშემატკივარი იმსახურებს, რომ წარმატებული კლუბი ჰყავდეს.

უპირველესად, დავიწყებთ "ტორპედოს" ძლიერი საფეხბურთო აკადემიის ჩამოყალიბებას, რათა ქუთაისში არსებული უდიდესი რესურსი გამოვიყენოთ, რომ ბავშვები სხვაგან არ წავიდნენ და გუნდის მომავალი თაობები ადგილზე გავზარდოთ. ამიტომ სავარჯიშო და სათამაშო მოედნების დამატებას და მათთვის საუკეთესო პირობების შექმნას ვაპირებთ".

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია
მკითხველის კომენტარები / 6 /
იმედი გვაქვს ბატონი ზაზა ისეთ ძველ ბრენდს, როგორიც ქუთაისის ტორპედოს კლუბია, ერთი ვაი მეპატროონესავით ნახევარფაბრიკების საამქროდ არ გადააქცევს დიდი ტრადიციების კლუბს და პირიქით სწორი მართვით ევროპულ დონის კლუბად აქცევს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ჩემპიონობას და მრავალ დიდ გამარჯვებებს გისუვებთ მათ შორის საერთაშორისო ასპარეზზე.
gizog
15:48 29-11-2017
1
3-3 ჯერ გადავიკითხე და გელას და ექიმი-ქუთაისელის კომენტარს დისლაიქი რატომ უნდა დაუწერო მაინც ვერ ვხვდები და თუ აქ ხართ ამის გამკეთებლები და გამარკვევთ მადლობელი დაგრჩებით
gasakviria
20:56 28-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული