ეროვნული ლიგა. ბოლო ტური: "სამტრედია" და "დილა" დაზავდნენ

AutoSharing Option
25 ნოემბერს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის ბოლო ტურის მატჩი გაიმართა.

"სამტრედიამ" გორის "დილას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ ანგარიშით 2:2 დასრულდა.

შეხვედრაში ანგარიში 31-ე წუთზე ირაკლი ძარიამ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა. 50-ე წუთზე მაიკლ ოლაიტანიმ გაათანბრა, ხოლო 76-ე წუთზე "სამტრედიას" კიდევ ერთმა ლეგიონერმა ანტე გიიმ გაიტანა. 93-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ "დილას" ქულა მოუტანა.

ამ მატჩით "სამტრედიამ" და "დილამ" ეროვნულ ლიგის 2017 წლის სეზონი დაასრულეს. "სამტრედიამ" 68 ქულით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო გორელებმა 41 ქულით მე-7 პოზიციაზე დაამთავრეს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
სამტრედიამ ფეხბურთი მაინც ითამაშა ხალხო და ესენი საერთოდ რას გავდნენ.
Dragonfly
11:28 26-11-2017
0
1 ლიგა მოგენატრათ? იმიტო ლანძღავთ მენეჯმენტს? შექმენით პირველი ლიგა და დანიშნეთ უკრაინელი მერაბ სტურუა და დამხმარეებად აიყვანოს აქაური მეგობრები რომლებიც ეხმარებიან კომენტარებში.

sportall.ge-ს ,,კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.,, იმედი მაქვს ამ კომენტარს გაუშვებთ, კლუბის სალანძღავ კომენტარებს კარგად უშვებთ.
fexburtis profesorebs
10:26 26-11-2017
4

სიახლეები პოპულარული