18 ნოემბერს ეროვნული ლიგის XXXIV ტურში ბათუმის "დინამომ“ "რაგბი არენაზე“ "საბურთალოს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და დებიუტში ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა კიდევ რამოდენიმე მომენტი ვერ გამოიყენეს და გუნდები შესვენებაზე 1:0-ზე გავიდნენ.
მატჩის მეორე ნახევარში ზღვისპირელთა მცველების შეცდომით მუეცმა ისარგებლა და ანგარიში გააყაიმა, ცოტა ხანში კი საჯარიმოდან ჩაკიდებულ ბურთზე ყველას ვოლკოვმა დაასწრო და 1:2. დარჩენილ დროში აქტიურმა შონიამ ორი მომენტი ვერ გამოიყენა და მისი გუნდი დამარცხდა.
"დინამო“ 33 ქულით მერვე ადგილზეა, "საბურთალო“ კი 56-ით მეხუთეზე.
Video
18.11.17 დინამო (ბთ) - საბურთალო 1:2