ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXXIII ტური: "ტორპედომ" "სამტრედიას" კაპანაძის დუბლით სძლია

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედიას" უმასპინძლა და 2:0 მოიგო.

ანგარიში მე-13 წუთზე თორნიკე კაპანაძემ გახსნა, მანვე 70-ე წუთზე მეორედ დალაშქრა სტუმართა კარი.

ამ გამარჯვებით "ტორპედომ" 67 ქულა მოაგროვა, ისევ მეორე ადგილზეა და ლიდერს თბილისის "დინამოს" კვლავ 4 ქულით ჩამორჩება.

"ტორპედო": როინ კვასხვაძე, ვაჟა ტაბატაძე, დავით ხურცილავა, ოლეგ მამასახლისი (62.მერაბ გიგაური), თორნიკე კაპანაძე (74. გაბრიელ საღრიშვილი), გიორგი კუხიანიძე (45. შოთა ბაბუნაშვილი), გუგა ფალავანდიშვილი, გიორგი გურული, ლევან კუტალია, გიორგი ქიმაძე, ბექა ტუღუში

"სამტრედია": ომარ მიგინეიშვილი, ლაშა კასრაძე, . გიული მანჯგალაძე,
დავით რაჟამაშვილი (74.თეიმურაზ მარკოზაშვილი), ანრი ნდონგი, გიორგი ახალაძე, გიორგი მჭედლიშვილი, ბაკარ ბალდე (57. ნიკოლოზ საბანაძე), გიორგი დათუნაიშვილი, ანტე გიი (86. გურამ სამუშია), მაიკლ ოლაიტანი

გოლები: 13. თორნიკე კაპანაძე 1:0, 70. თორნიკე კაპანაძე 2:0

გაფრთხილება: 54. ვაჟა ტაბატაძე, 31. მაიკლ ოლაიტანი, 61. ანრი ნდონგი