კოლხეთი-ტორპედო 1:2 - ...ასე დაბ­რუნ­და ფოთ­ში ფეხ­ბურ­თი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი ხანი ელოდა ფოთელი გულშემატკივარი ამ დღეს. როგორც იქნა, ფეხბურთი დაბრუნდა იმ ქალაქში, სადაც მისი აკვანი დაირწა. "კოლხეთმა" სარაგბო "პარკი არენაზე" უმასპინძლა საქართველოს ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის "ტორპედოს"...

ტრადიციული მეტოქეები ამ დროისთვის სხვადასხვა მიზნისთვის იბრძვიან. ქუთათურებს ჩემპიონობა სურთ, "კოლხეთის" ერთადერთი საზრუნავი კი უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაა.

ფოთელებს დაუბრუნდათ უკრაინელ-ბელგიელი დამრიგებელი ალექსანდრ შტელინი, ვინც წინა ტურში გაწყრა და ზღვისპირელებს "საბურთალოსთან" შეხვედრაში არ გაუძღვა. ასევე გვენიშნა ცვლილებები მასპინძელთა დაცვის ხაზში...

ბრძოლა გვარიანი გამოვიდა. "ტორპედოს" თითქოს იოლად უნდა მოეგო, მაგრამ... არაფერი ამის
მსგავსი! ის კი არა, ფოთელებს საგოლე მომენტები რომ გამოეყენებინათ, ანგარიში, შეიძლებოდა, სხვა ყოფილიყო.

საშინაო ასპარეზი მაინც სხვა ფენომენია: "კოლხეთი" ბოლომდე თამაშობდა, ანგარიში გაათანაბრა კიდეც, თუმცა მაინც გაუშვა 11-მეტრიანის ნიშნულიდან. სულ ბოლოს ფოთელებმა მეორე გოლიც გაიტანეს, მაგრამ არბიტრმა სამართლიანად გააუქმა გიორგი ბუხაიძის გოლი.

"ტორპედომ" კი ურთულესი მატჩი მოიგო. კახა ჩხეტიანის გუნდი აგრძელებს საჩემპიონო მარულაში მონაწილეობას. გუშინ "ტორპედოს" საუკეთესოდ არ უთამაშია, მაგრამ 3 ქულისთვის ასეთი თამაშიც საკმარისი გამოდგა. თან გამარჯვებულებს ხომ არ ასამართლებენ?!

მატ­ჩის სტე­ნოგ­რა­მა
6" - თორ­ნი­კე კა­პა­ნა­ძის მი­ერ ახ­ლო­დან დარ­ტყ­მუ­ლი კო­კა სე­ფი­აშ­ვილ­მა მო­ი­გე­რია.
12" - გო­ლი! "ტორ­პე­დოს" შე­სა­ნიშ­ნა­ვი კომ­ბი­ნა­ცია. ლა­შა კუ­ჭუ­ხი­ძემ ერ­თი შე­ხე­ბით უპა­სა კა­პა­ნა­ძეს და ამ უკა­ნას­კ­ნელ­მაც ერ­თი შე­ხე­ბით შე­აგ­დო - 0:1.
13" - გი­ორ­გი კუ­ხი­ა­ნი­ძის კარ­გი პა­სის შემ­დეგ ლე­ვან კუ­ტა­ლი­ას გა­ტა­ნამ­დე ცო­ტა და­აკ­ლ­და.
19" - ჯერ გი­ორ­გი ბუ­ხა­ი­ძემ ვერ "ჩა­კე­ტა" შე­ტე­ვა, მე­რე კი ჯონ მა­ჩა­რი­ამ ვერ და­ამ­წუხ­რა "ტორ­პე­დო".
27" - გი­ორ­გი ბუ­ხა­ი­ძის ჯა­რი­მის შემ­დეგ ბურ­თი ზე­მო­დან გა­დას­ც­და ქუ­თა­ი­სელ­თა კარს.
27" - ქუ­თა­ი­სე­ლე­ბი თერ­თ­მეტ­მეტ­რი­ანს ითხო­ვენ, მაგ­რამ არ­ბიტ­რი არ ეთან­ხ­მე­ბა მათ.
37" - მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ გა­სულ­მა იგორ ბროვ­კომ, კარ­ში დარ­ტყ­მის ნაც­ვ­ლად, პა­სი გა­ა­კე­თა.
58" - გო­ლი! გი­ორ­გი ჯა­ნე­ლი­ძემ ლა­მის და­კარ­გუ­ლი ბურ­თი შე­ი­ნარ­ჩუ­ნა და ბოლ­ქ­ვა­ძეს­თან გა­თა­მა­შე­ბუ­ლი კედ­ლის შემ­დეგ ტექ­ნი­კუ­რი დარ­ტყ­მით შე­აგ­დო - 1:1.
61" - კუ­ხი­ა­ნი­ძის დარ­ტყ­მის შემ­დეგ სე­ფი­აშ­ვი­ლი ბურთს ხე­ლებ­ში აფიქ­სი­რებს.
64" - ბოლ­ქ­ვა­ძის დარ­ტყ­მა. რი­კო­შე­ტი. "ტორ­პე­დო" ძელ­მა გა­და­არ­ჩი­ნა. ბუ­ხა­ი­ძემ და­მა­ტე­ბა­ზე ითა­მა­შა, მაგ­რამ ბურ­თი კარ­ში ვერ გაგ­ზავ­ნა.
73" - ტუ­ღუ­შის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სა­ჯა­რი­მოს შემ­დეგ "კოლ­ხე­თი" გო­ლის­გან სე­ფი­აშ­ვილ­მა იხ­ს­ნა.
77" - გო­ლი! თერ­თ­მეტ­მეტ­რი­ა­ნი გი­ორ­გი კუ­ხი­ა­ნი­ძემ პა­ნენ­კას სტილ­ში შე­ას­რუ­ლა - 1:2.
90" - თა­მაზ ჟიშ­კა­რი­ა­ნის დარ­ტყ­მას სი­ზუს­ტე და­აკ­ლ­და.
90" - წე­სე­ბის დარ­ღ­ვე­ვის გა­მო არ­ბიტ­რ­მა ბუ­ხა­ი­ძის გო­ლი გა­ა­უქ­მა.

19.10. ფო­თი. პარ­კი არე­ნა
კოლხეთი-ტორპედო 1:2
0:1 კა­პა­ნა­ძე (12), 1:1 ჯა­ნე­ლი­ძე (58), 1:2 კუ­ხი­ა­ნი­ძე (77-პენ)
კოლ­ხე­თი (4-2-3-1): სე­ფი­აშ­ვი­ლი - გ. კი­ლა­სო­ნია, გუ­რე­ში­ძე, გო­გო­ნაია, ჟიშ­კა­რი­ა­ნი - ნონ­დი, ბოლ­ქ­ვა­ძე (86. ბა­ხია) - ბროვ­კო, ჯა­ნე­ლი­ძე, მა­ჩა­რია - ბუ­ხა­ი­ძე.
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: შერ­მა­დი­ნი, კა­კუ­ლია, ნო­დია
მწვრთნე­ლი: ალექ­სანდრ შტე­ლი­ნი
ტორ­პე­დო (4-4-2): კვას­ხ­ვა­ძე - ტა­ბა­ტა­ძე, ხურ­ცი­ლა­ვა, გუ­რუ­ლი, ქი­მა­ძე - დო­ლი­ძე (62. კო­რობ­კა), ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი, კუ­ხი­ა­ნი­ძე, კუ­ტა­ლია (53. ტუ­ღუ­ში) - კუ­ჭუ­ხი­ძე, კა­პა­ნა­ძე (80. მა­მა­სახ­ლი­სი).
სა­თა­და­რი­გო­ე­ბი: ქვი­ლი­თაია, ადა­მა­ძე, ბა­ბუ­ნაშ­ვი­ლი, კვირ­კ­ვია
მწვრთნე­ლი: კა­ხა ჩხე­ტი­ა­ნი
გაფ­რ­თხი­ლე­ბა: ფა­ლა­ვან­დიშ­ვი­ლი (59), ტუ­ღუ­ში (69), ნონ­დი (71), ბოლ­ქ­ვა­ძე (75)
გა­ძე­ვე­ბა: ტუ­ღუ­ში (83), კუ­ჭუ­ხი­ძე (85)
არ­ბიტ­რი: ა. ნო­ნი­კაშ­ვი­ლი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დინამომაც მოიგო სპეკტაკლიტ მარა ყველა მასე არ დაუწვება დინამოს ჰვენ ტუ ვიგებტ ვბაჯკაცურად ვიგებტ არავის დახმარებიტ რეჯისორი ვინ იყო გუსჰინდელი დილა დინამოს სპეკტაკლის ნობელიოს პრემიაზე გაიყვანე კობიასჰვილო
nikka
21:58 20-10-2017
1
ამ უვარგის მოედანზე ყველა გუნდს გაუჭირდება თამაში!
გოგი ქუთაისელი
15:04 20-10-2017
1

სიახლეები პოპულარული