ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ოფიციალურად: "სამტრედიას" უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "სამტრედიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "სამტრედიას" დღეიდან 28 წლის უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის.

"სამტრედიის საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაცია ახალ მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს მიესალმება. გუნდი ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად პირველ ოფიციალურ ვარჯიშს დღეს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართავს", - წერია კლუბის განცხადებაში.

სოსიაშვილმა აღნიშნულ პოსტზე გია ცეცაძე შეცვალა, რომელმაც გუნდი გუშინ დატოვა. ბოლოს სოსიაშვილი "მარგვეთს" წვრთნიდა, მანამდე კი გორის "დილაში 3 სეზონი გაატარა და კლუბი ჩემპიონიც გახადა. 2013 წელს სოსიაშვილი "სამტრედიაშიც" მუშაობდა.