ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

იმაზე მეტს იმსახურებთ... გია ცეცაძემ "სამტრედიის" გულშემატკივრებს მიმართა

AutoSharing Option
"სამტრედიის" აწ უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ სოციალური ქსელის მეშვეობით კლუბის გულშემატკივრებს მიმართა. სპეციალისტმა მოქმედი ჩემპიონის ქომაგს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ლიგის მესამე წრის დასრულების შემდეგ გია ცეცაძემ და "სამტრედიამ" თანამშრომლობის გაწყვეტა გადაწყვიტეს.

- "სამტრედია": გია ცეცაძის ეპოქა დასრულდა, ვინ გაწვრთნის ჩემპიონს?

"დიდი მადლობა "სამტრედიის" ყველა გულშემატკივარს!!! თქვენ ხართ ფეხბურთის სამაგალითო გულშემატკივარი და იმსახურებთ იმაზე მეტ წარმატებას და შედეგს, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. "სამტრედია" და სამტრედიელები მუდამ ჩემთან იქნებით. ყველა თქვენი შეძახილი მახსოვს და დიდ მადლობას გიხდით დიდი დაფასებისთვის!!!",
- წერს ცეცაძე.

ცეცაძემ "სამტრედიას" 88 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა. აქედან 53 გამარჯვებით, ხოლო 15 ფრედ დაასრულა. კლუბს თავისი არსებობის ისტორიაში სულ 2 ტიტული აქვს მოპოვებული: 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, ხოლო 2017 წელს - ქვეყნის სუპერთასის გამარჯვებული და ეს ორივე ჯილდო ცეცაძის ხელმძღვანელობით მოიპოვა.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ დაიკავებს "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობას.