ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

"ზუგდიდის" მთავარი მწვრთნელი დავით მახარაძე სოსო ფილიამ შეცვალა

AutoSharing Option
"ზუგდიდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ეროვნული ლიგა 2-ის გუნდი სოსო ფილიამ ჩაიბარა. გამოცდილი სპეციალისტი უკვე ზუგდიდშია და გუნდს ავარჯიშებს.

8 სექტემბერს, ზედა ეწერის ცენტრალურ სტადიონზე "გაგრასთან" 0:2 წაგებული მატჩის შემდეგ დავით მახარაძემ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და დროებით გუნდს მამუკა ჭაჭუა და ბორის გეგუჩია ავარჯიშებდნენ.

საინტერესოა, რომ მახარაძეც ფოთელია და ფილიაც. ზუგდიდელთა ახალი დამრიგებელი წლების განმავლობაში ფოთის "კოლხეთს" ავარჯიშებდა. ფილიას დღეს ოფიციალურად წარადგენენ. ეს "ლელოს" კლუბის დირექტორმა ზაზა ჯანაშიამ უთხრა.

"ფილია გამოცდილი სპეციალისტია, მკაცრი და მცოდნე. ამიტომ მისი კანდიდატურა
ახლა ყველაზე მისაღებად ჩავთვალეთ. მჯერა, რომ გუნდს ამ მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში დაეხმარება", - ამბობს ჯანაშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ