რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
უნდა გაყიდოს აბა აქ უნდა ჩალპნენ? 18 წლის ზემოთ ყველა უნდა წავიდეს ვინც ნორმალურია, ისე მომავალი არ აქვთ.
რატო არ გესმით ეს?
:(
რატი
13 სექტემბერი 2017 10:44
7
მადლობა გადავუხადოთ ბატონ რომანს იმ დიდი ღვაწლისთვის, რასაც ქართული ფეხბურთისა და არამხოლოდ ფეხბურთის განვითარებაში დებს
გიორგი
14 სექტემბერი 2017 09:30
11
რომან გამოდი გიცანი:))
დიტო
14 სექტემბერი 2017 21:54
1
Gadaob?
Sergi
14 სექტემბერი 2017 15:55
0
ყველა გამოხმაურება
თუმცა გუნდი მაგისია და უნდა გაყიდის ხალხს და უნდა გაწელავს :-D
Zorbegi
13 სექტემბერი 2017 17:49
0
ფიფია როგორაა იცით? ზღვაზე რომაა სიმინდიიი ცივი ფანტა კოკა კოლააა
Zorbegi
13 სექტემბერი 2017 17:45
2
ხოხ, მართლაა ზორბეგი? შენ დაკვირვებული კაცი ჩანხარ და ასე გააგრძელე, დააკვირდი ზღვაზე ხალხს და მერე აქანე რომ მოხვალ გვასტავლე რააა/
g.v.g.
19 სექტემბერი 2017 09:00
0
რომან ფიფია ერთი წლის წინ
სპორტალზე
-----------------------
რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა და ევროთასებზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კლუბში მომხდარი ცვლილებები გაახმოვანა.

გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დეკემბრამდე კვლავ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი დაიკავებს.

"ჩემპიონატი იწყება და მთავრდება დეკემბერში. არ მსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ იურაი იარაბეკი დარჩება სეზონის ბოლომდე", - განაცხადა ფიფიამ.

სპორტული დირექტორის პოსტი ლევან გაბრიჩიძემ დაიკავა, რომელსაც ავსტრიაში მენეჯერის განათლება აქვს მიღებული.

"ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მე ეს ნაბიჯი გადავდგი. სპორტული დირექტორის პოსტს მიხეილ ხუციშვილის ნაცვლად ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს", - თქვა ფიფიამ.

ფიფიამ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.

"რამდენჯერმე ვისურვე გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ იცით, რაშია საქმე? როდესაც ხდები ჩემპიონი, წინ ევროასპარეზი გელის და უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგა და როცა მენეჯერები გეუბნებიან, ამ გუნდით ვერაფერს გავაკეთებთო, იძულებული ხდები, შენს პოლიტიკას ასცდე...

რამდენჯერაც არ უნდა გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონი, ეს არ იქნება "დინამოს" პრიორიტეტი!

მაგრამ ეს წარუმატებლობა მხოლოდ "დინამოს" ბრალი არ არის. ქვეყანაში უნდა ამაღლდეს ჩემპიონატის დონე. მინიმუმ 4 გუნდი უნდა იყოს შეძლებული. საჭიროა კარგი ინსფრასტრუქტურა, კარგი საფარი... მე რომ ვიყიდო დღეს 10 მილიონად ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივარი მოითხოვს, ხვალ საქართველოს ჩემპიონატში სად ვათამაშო? ამიტომ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ამ გზას - უნდა აღვზარდოთ ბავშვები და მოვამზადოთ პირველი გუნდისთვის. ახლა 19-წლამდელები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარი გუნდის შევსებას ამ ბავშვებით ვაპირებთ - მათი როლი დიდი იქნება.

ძირითად გუნდში ლეგიონერებიდან დღესდღეობით დარჩებიან სკრიბე, რენე და ველევი. სამწვრთნელო შტაბს შევუთანხმდით ამაზე, დანარჩენების დატოვება კი შეუძლებელია.

40 ლეგიონერამდე ვათამაშე ამ ხნის განმავლობაში და ჩისკოს გარდა, თითქმის ვერავინ გაამართლა. ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მხრივ.

დღევანდელი გუნდი მზად იყო, მინიმუმ ევროპალიგაზე ეთამაშა. მწვრთნელს სწორედ ეს პირობა დავუყენე - მინიმუმ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი! მაგრამ, იცით, დავიღალე უკვე გუნდის დაშლით!

ამას აღარ გავაკეთებ! გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშის დრო. აღარ იქნება ასე.

გგონიათ, მსიამოვნებს მილიონების ჩაყრა? ამის ხალისიც დავკარგე და მოტივაციაც აღარ მაქვს ამის კეთების. თქვენთვის, ხალხისთვის ვეცადე, მაგრამ საოცრება არ ხდება - გასაკეთებელი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს და გასავლელი გავიაროთ.

გაბრიჩიძეს მიზნად გუნდის გაახალგაზრდავებას ვუსახავ. ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მსურს. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ - პატარებს დრო უნდა მიეცეთ. არ მოვითხოვ "დინამოსგან" ხვალ ჯგუფურ ეტაპს. მე ეს გრძელვადიანი პროექტით გადავდე.

არ მსურს იმ არასწორი გზით სიარული, რომლითაც ეს წლებია დავდივარ.

იურაი იარაბეკის შემდეგ დანიშნული მთავარი მწვრთნელი თავისი ბიოგრაფიით გაგახარებთ, გპირდებით", - თქვა ფიფიამ.
ზაზა
13 სექტემბერი 2017 13:37
0
ჩაკვეტაძე-1.5 მლნ-იც არა?!...0.,7 მლნ?...ჯერ ეს თანხა გაცილებით ნაკლებია ,,ბაიერნის,, მიერ შეთავაზებულზე(რაც გაცხადდდა პრესაში) და რატომ უნდა აჩუქო გენტს 50% მომავალი ტრანსფერიდან?,,თვითონ ,რომ მიეღო დინამოს 100% პირდაპირი ტრანსფერით ტოპ-კლუბში უკეთესი არ იქნებოდა?!...ჩაკვეტაძის მაღალი სატრანსფერო ფასი პირდაპირ ტოპ-კლუბში როგორც თბილისის,,დინამოს,,პრესტიჟს აამაღლებდა,ასევე საერთოდ ქართული ფეხბურთის პრესტიჟზე დადებითად იმოქმედებდა, საერთოდ ყველა ქართველ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასის ზრდაზე მოახდენდა გავლენას! ჩაკვეტაძის ტრანსფერი იყო შესაძლებლობა ახალგაზრდა ქართველებზე სატრანფერო ფასების თამასის ზრდის!შესაბამისად ,როცა ოფიციალური სატრანსფერო ფასი ცხადდება მხოლოდ 0.7 მლნ,ხდება გაუფასურება(!) სამწუხაროდ,არადა იყო შესაძლებლობა პრესტიჟის ამაღლების და ფასების ზრდის ..როცა ,,გენტი,, გაუშვებს მასზე უფრო დიდ,ტოპ-კლუბში,ჩაკვეტაძე ჩაითვლება ,,გენტის,, მიერ მომზადებულ ფეხბურთელად,ხოლო ,,დინამოს,,ღვაწლი აღზრდაში მხოლოდ ბუნებრივად ნიჭიერი ტალანტის შემთხვევითობად,გამონაკლისად ჩაითვლება და არა ტენდენციად ,,დინამოს,,საფეხბურთო აკადემიის კარგი მუშაობის დამსახურებად. დიდი ალბათობით ტოპ-კლუბი დროებით სხვა კლუბში გაუშვებდა,მაგრამ ტოპ-კლუბმა უკეთ არ იცის რომელ კლუბში, მწვრთნელთან უკეთ მოუმატებდა?!... “გენტის” მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა:“ხედავთ, რომ ჩაკვეტაძეს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მას ძალიან მარტივად შეუძლია ვარჯიშზე გოლის გატანა. მაგრამ აქვს ბავშვობის დაავადება, ეს აისახება იმაში, რომ ძალიან უყვარს ბურთი და ზოგჯერ ძალიან დიდხანს იჩერებს. ასევე არსებობს ენის ცოდნის პრობლემა.,,...კარგია,რომ მომავალს ხედავს... ჩაკვეტაძის მომავალ პერსპექტივებზე ყველა ქართველ გულშემატკივარს დიდი იმედები გვაქვს,მაგრამ თვითონ ვანჰაზებრუკის კვალიფიკაცია ეჭვს არ იწვევს? ,,გენტს,, ჯერ ამ სეზონში მოგება არ აქვს ბელგიაში,ევროლიგიდან ავსტრიის ,,ალტახმა,, გამოგდო,ხოლო გუნდის მთ.მწვრთნელის საფეხბურთო ხედვები ,,ფილოსოფია,,რამდენად თანხვედრაშია მაგ,,ბაიერნის,, საფეხბურთო ,,ფილოსოფიასთან,,რომლის ფეხბურთიც სწორედ,რომ ბურთის ფლობაზე,,კონტროლზეა აგებული
ზაზა
13 სექტემბერი 2017 13:16
0
ფიფიას ინტერვიუმ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რო მას უბრალოდ არააქვს იმხელა შემოსავალი რო კარგი გუნდი ყავდეს ეგარი და ეგ აღარ ვამტყუნებ ამ ადამიანს არაფელში შეიძლება გაყიდვაც სურს გუნდის მაგრამ არამგონია იაფად გაყიდოს დინამო რადგან ბევრი რამ თვითონ გააკეთა და ესეც გასათვალისწინებელია.
zaza
13 სექტემბერი 2017 12:34
1
იმ ფეხბურთელებისთვის კარგია უცხოური კლუბები ნაკრებისთვისაც განვითარების მეტი პერსპექტივა აქვთ და სამომავლო წარმატების ბელგიას საკმაოდ კარგი ჩემპიონატი აქვს მაგრამ ქართული ფეხბურთისთვის საქართველოს ჩემპიონატისთვის ევროთასებისთვის ცუდი ისევ პირველივე წრეზე გამოვარდებით აზერბაიჯანული გუნდი გავიდა ლიგაზე მართალია ჩელსისთან განადგურდა მარა ხომ გავიდა გასვლაც დიდი მიღწევა მათი ფეხბურთისთვის ნეტა რომელიმე ქართული გუნდი გავიდეს იქ და ლიგა ჩამოვიდეს საქართველოში და თუ გინდა 10-0 წავაგოთ.
giorgi
13 სექტემბერი 2017 13:27
0
ფიფას 50 მილიონი აქვს ჩადებული დინამოს აკდებიაში ბაზაში და ზოგადად გუნდში და ამ ფულის ამოღება უნდა ასე რომ ნურავის გექნებათ ილუზია რამის როგორც კი ვინმე ნიჭიერი ახალგაზრდა გამოჩნდება დინამოში მაშინვე გაიყიდება უცხოეთში.
giorgi
13 სექტემბერი 2017 13:18
1
რეგიონებშიც უნდა იყოს ანალოგიური სკოლები და მაშინ შეიძლება გვეშველოს რამე.მარტო ბათუმში არ კმარა სხვაგანც უნდა იყოს.გაავსეს ქალაქი სტადიონებით და ბაზებით:):):)
ლაშა
13 სექტემბერი 2017 12:16
1

სიახლეები პოპულარული