რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
უნდა წავიდნენ უცხოეთში აქ მომავალი არა აქვთ, ისე განავითარეს უეფას მამებმა საქმე, რომ ჩვენნაირ ქვეყნებში ფეხბურთი მოისპო, ევროპაშიც სამი ოთხი ქვეყნის პირველობა ვითარდება დანარჩენები კი უკუსვლას განიცდიან, აზერებმა ჩადეს ფული და ყარაბახი რა დღეშიც ჩააგდო ჩელსიმ კარგად ნახეთ. საოცნებო რომ ჯგუფური ეტაპი გაგიხდება
zmo
13 სექტემბერი 2017 11:35
2
რაღა ყარაბახი მოგყავს მაგალითად? იქნებ ჯობდეს შახტიორის ზენიტის ცსკ ბატე მოგეყვანა მაგალითად?
zmo-s
13 სექტემბერი 2017 13:48
0
ალბათ ორი მხარე აქვს ამ ყველაფერს, და მეორე უფრო წონადია, მეც სულ ვაკრიტიკებდი დინამოს ამ ტალანტების პანტაპუნტით გაყიდვით (ვისთვის რა ფეხები უნდა მოეჭამა ამ კრიტიკას, მარა მაინც...), მაგრამ ნაკრებს ალბათ ევროპული კლუბებიდან უფრო დაეხმარებიან, აქ დატოვებით პროგრესსაც ვერ გააგრძელებდნენ და ჰა ჰა 1-2 ეტაპით მეტი გაევლოთ... ისე რამდენიმე კაი ლეგიონერს თუ მოიყვანს 1 წლით ადრე და ამ ტალანტებსაც მათ შეუხამებს საშური საქმე იქნება...
Irakli apkhaidze
13 სექტემბერი 2017 10:38
2
gayide fifia yvela fexburteli da shercxvi evrotasebze.
dato
13 სექტემბერი 2017 10:20
2
ფიფია ადრეც აპირებდა წასვლას და ეს უცხოო არაა, ისეთი მარაზმი ტრიალებდა ქართულ ფხბურთში და ეხლაც ასეა, ვის უნდა აქაურ ფეხბურთში ფულის დახარჯვა, უბრალოდ ფიფიამ დინამოს შენებაში იმდენი ფული და შრომა აქვს ჩადებული(დინამოს აკადემიას) , ასე ერთი ხელის მოსმით ვერ გადააგდებს და მოისრვის, ჯერ სარგებელი ხომ უნდა ნახოს. გახსოვთ ტორპედო რომ იშლებოდა და ვისოლი რომ წავიდა, გუნდი სწორედ გაახალგაზრდავების გზას დაადგა,22 წელს ზემოთ ყველა რომ გაუშვეს. დღეს დინამოც ალგაზრდებზეა დამოკიდებული, თუმცა ნეტა ყველას ყავდეს ასეთი ახალგაზრდები, ამ ბიჭებით ჩემპიონი რომ ხდები ჩვენს ჩემპში, არადა ლოკოს, ტორპედოს, სამტრედიას, რო გადახედო მათ შემადგენლობებს კარგა ხნის ნათამაშები და გამოცდილი ფეხბურთელებიც ყავთ, აი რა დონეზეა ჩვენი ჩემპი.
pablito
13 სექტემბერი 2017 13:30
1
გასაგებია რომ ევროპაში უკეთესი პირობებია განვითარების,მაგრამ მაშინ გავაუქმოთ საქართველოს ჩემპიონატი,გამოდის აქ რჩებინ უნიჭო და უპერსპექტიულო ფეხბურთელები ? დონეს რა აწევს? იმიტო ვამბობ კერძო ინვესტორებია მოსაყვანი,და სახემწიფომ ფული კი არ უნდა აძლიოს ,გადასახადებში შეღავათი უნდა ქონდეთ,რაც ბევრ ქვეყანაში დადებითად მუშაობს, თუ არ დინამოს თუ ამხელა უჭირს 18წლის ტალანტებს ნებისმიერ ფასად ყიდის ? სხვა გუნდებმა რა უნდა თქვან.
დავიდუსი
13 სექტემბერი 2017 12:19
0
არადა რო არ გაეშვა ამ წელს ბიჭები ევროპის დიდი შანსი გვექნებოდა.
gio_01
13 სექტემბერი 2017 11:20
2
ილუზიებში ნუ წავალთ ეს ბიჭი ჯერ არ არის ბაიერნის დონის ფეხბურთელი იქ დაიჩაგრებოდა გენტის დონისაც არ არის ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და ბევრი უკლია განვითარება სჭირდება შეუძლია რომ მაღალ დონეზე ითამაშოს გენტში ექნება შანსი რომ აჩვენოს თავის შესაძლებლობები და დაიმკვიდროს თავი ევროპაში ეხლა უკვე ყველაფერი მასზეა დამოკიდებული ბელგის ჩემპიონატიდან ძალიან ბევრი ფეხბურთელი მოხვდა გრანდში და დღეს დიდ ფეხბურთს თამაშობს
giorgi
13 სექტემბერი 2017 16:09
1
გენტში,რომელსაც ამ სეზონში ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგია,ჩაკვეტაძეს პროგრესო ექნება?..უკეთესს კლუბში,უფრო მეტად კვალიფიცირებული მწვრთნელის ხელძღვანელოით მეტი შანსი არ ექნებოდა პროგრესის?
,,ლა განტუაზ,,?
13 სექტემბერი 2017 16:19
1
ბაიენრი ბაიერნი რომ ამბობთ თქვენი აზრით 18 წლის ქართველ ფეხბურთელს დინამოდან მისულს ბაიერნის პირველ გუნდში ძირითადში დაყენებდა ვინმე? სათადარიგოზეც არ დასვამდნენ იქნებოდა მე-2 ან მე-3 გუნდში დუბლებში და იქ მოუწევდა ახალგაზრდულ ლიგაში წლები თამაში და ბოლოს ან მოხვდებოდა ან არაა ბაიერნის ძირითადში გაიხსენეთ 17 წლის იყო ლევან ყენია როცა შალკეში გადავიდა და მთელი საქართველო ზეიმობდა ამ ამბავს ლევანზე უფრო დიდი იმედები მყარდებოდა რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებდა გადავიდა შალკეში და იქ დასრულდა მისი კარიერა იმიტომ რომ იმ დონეზე ვერ შეძლო თამაში და ვარჯიში რა დონესაც მოითხოვდა გერმანის ჩემპიონატი აგერ 2 წლის წინ პაპუნაშვილი გადავიდა ვერდერში და დუბლებშიც კი ძირითადში ვერ ხვდებოდა მასაც არაფერი გამოუვიდა ჯერ ფეხბურთელი ხომ უნდა გაიზარდოს რაღაცა ისწავლოს განვითარდეს და ამისთვის ბელგიას მშვენიერი ჩემპიონატი აქვს.
giorgi
13 სექტემბერი 2017 15:52
1
ვეთანხმები გიორგის.. მე გერმანიაში ვცხოვრობ და აღფრთოვანებული ვარ აქაური ინფრასტრუქტურით და პირობებით, ზე ქვეყანაა ფეხბურთის განვითარების და ფეხბურთელის აღზრდის მხრივ. არიან ფიზიკურად ძლიერები და ბავშვობიდანვე აჩვევენ ძალისმიერი ფეხბურთის თამაშს, ბრძოლას, შრომას.. ფსიქოლოგიურადაც მუშაობენ.. ჩემი შვილი 8 წლისაა და ვარჯიშობს ბოხუმის გუნდში SG WATTENSCHRID 09. აქ გაიზარდნენ ძმები ალტინტოპები, ტორრენ ფინკ და კიდე სხვა ბევრი ვარსკვლავი. აქ მოხვედრა ადვილი არაა, არჩევით აყავთ ბავშვები. მანამდე პატარა გუნდში დაიწყო, შემდეგ მოეწონათ და აიყვანეს, ყველგან სკაუტები არიან. ძალიან განვითარებულია ნებისმიერი მიმართულებით აქ ბავშვთა ფეხბურთი. საქართველოში 2 წელი დინამოს აკადემიის სკოლაში ვარჯიშობდა, ტექნიკური ბავშვია მაგრამ აქ უკვე დაიწყო ძალისმიერი თამაში, გახდა უფრო სწრაფი და მებრძოლი. 1 წელში ბავშვმა ძალიან მოუმატა და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. მე ვფიქრობ თუ ვინმეს საშვალება აქვს ჯობია ევროპაში გაისინჯოს, 13-14 წლის როცა იქნება და აუცილებლად გაიზრდება ევროპის დონის ფეხბურთელი.. ენა აუცილებელია, რთულია ენის გარეშე.. ძალიან ნიჭიერები ვართ ქართველები დამერწმუნეთ, უბრალოდ უსაზსრობის და პირობების გარეშე ბევრი ტალანტი იკარგება სამწუხაროდ..
Ako
13 სექტემბერი 2017 16:55
0
მეტი კონკრეტიკაა საჭირო და არა მანუპილურებს ფაქტებით-ყენია დაღუპა მაგათმა და მისმა ზედმეტმა დატვირთვებმა ჯერ კიდევ ტრამვირებულ ფეხბურთელზე...და ვინ გაძლევს გარანტიას,რომ გენტის მწვრთნელი მეტად კვალიფიცირებულია,ვიდრე იმ კლუბის ,სადაც აიერნი გაუშვებდა?
ზაზა
13 სექტემბერი 2017 16:12
0
....შარშან განაცხადა თბილისის,,დინამოს,,ხემძღვანელობამ,რომ ზაგრების ,,დინამოს,,პოლიტიკაა მათთვის სამაგალითო,მაგრამ ფაქტში...ზაგრებმა 20 წლის ჩორიჩი ჯერ ათამაშა ევროტურნირზე და მერე მიიღო 20(!) მილიონი ტრანსფერიდან კლუბმა,შესაბამისად ფეხბურთელმაც თავისი და ანაზღაურებაც მაღალი კლუბში,აგენტებმაც ....
ზაზა
13 სექტემბერი 2017 13:10
1
მეტი გასაგებად რა თქვას? "ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს"-ო. მაინცდამაინც უნდა გაკოტრდეს, რომ დაუჯეროთ? უბრალოდ ამ ბელგიურ კლუბებში ვერ გაიხარეს ჩვენებმა, იქნებ სხვა ხაზებიც გაჭრან, სადაც უფრო იციან აღზრდა.
haha
13 სექტემბერი 2017 11:11
1

სიახლეები პოპულარული