ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა

ეროვნული ლიგა. XXII ტური: "სამტრედია" და "დინამო" დაზავდნენ

AutoSharing Option
დღეს, 12 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXII ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა. მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოს" უმასპინძლა და ფრეს მიაღწია - 1:1.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე აგარიში ბექა მიქელთაძემ 87-ე წუთზე გახსნა, მასპიძლებმა კი გათანაბრება მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მოახერხეს. 91-ე წუთზე გურამ სამუშიამ ეფექტური დარტყმით, ულამაზესი გოლი გაიტანა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა. 

"დინამომ" 50 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილს ლიდერობს. "სამტრედია" 43 ქულით მესამეზეა.

ტური 10 აგვისტოს, გორში გამართული მატჩით გაიხსნა, რომელშიც "საბურთალომ" "დილას" ორი უპასუხო გოლი გაუტანა.
-size: 12.16px; line-height: 15.808px;" />
- დილა-საბურთალო 0:2 - უწყვეტი ჯაჭვი [VIDEO]

11 აგვისტოს კი, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე მიმდინარე "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" შეხვედრა გულშემატკივართა დაპირისპირების გამო ჩაიშალა. მასპინძლები ანგარიშით 2:0-ს იგებდნენ...

- ეროვნული ლიგა. XXII ტური. "ლოკო"-"ტორპედო" ჩხუბის გამო ჩაიშალა [VIDEO]

ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა 13 აგვისტოს გაიმართება.