სტატისტიკა: რამდენმა ადამიანმა უყურა ეროვნული ლიგის მატჩებს ინტერნეტით

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულმა ლიგამ ჩემპიონატის ინტერნეტ-ტრანსლაციების სტატისტიკა გამოქვეყნა.

ეროვნული ლიგის პირველი ეტაპის შემდეგ მიღებული სტატისტიკური მონაცემებით, პირველ ორ წრეში მხოლოდ ინტერნეტ-ტრანსლაციებს თვალი  520 653 გულშემატკივარმა (საშუალოდ 5 785 მაყურებელი) ადევნა.

პირველი ნახევრის ყველაზე ყურებადი მატჩი მე-14 ტურში, "ჩიხურა"-დინამო" (14 242 მაყურებელი) იყო.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ჯი-ეფ-ემ სტუდიოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შედეგად, 2017 წლიდან, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, ეროვნული ჩემპიონატის ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი ხორციელდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ გარდა ინტერნეტ-ტრანსლაციებისა, სფფ აქტიურად თანამშრომლობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან, ტელეკომპანია აჭარასთან და ახლა უკვე სილქ-უნივერსალთანაც,
რომელთა რეიტინგები ზემოთ აღნიშნულ სტატისტიკაში არ შედის.

მომზადებულია eliga.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მეც უყურებ ევროპიდან და ზოგჯერ დაძინებაში მეხმარება ხოლმე შუადღეზე დ
იკიო
17:35 29-07-2017
0
ეს კარგია მაგრამ ძალიან მცირე რაღაცაა. როგორც არ უნდა შეფუთო ნაგავი ნაგავად დარჩება. თუ კლუბების მენეჯმენტი არ შეიცვალა და წესიერი, განათლებული მენეჯერები არ დასვეს რა აზრი აქვს ამას?
0

სიახლეები პოპულარული