19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის

AutoSharing Option
19-წლამდელთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებს 15, 18 და 21 ნოემბერს თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე გამართავს.

15 ნოემბერს ჩვენი ასაკობრივი კვიპროსს დაუპირისპირდება, 18-ში - მოლდოვას და ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს 21 ნოემბერს ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა - ვასილ მაისურაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

15 ნოემბერი | საქართველო - კვიპროსი | მესხი 2 | 15:00
18 ნოემბერი | საქართველო
- მოლდოვა | მესხი 2 | 15:00
21 ნოემბერი | საქართველო - ესპანეთი | მესხი 2 | 15:00

U19 | შემადგენლობა

მეკარეები: სოსო კოპალიანი (ლოკომოტივი თბილისი), გიორგი ბედიაშვილი (გაგრა), რეზი კურტანიძე (საბურთალო).

მცველები: დავით ბუკია (ლოკომოტივი თბილისი), თენგიზ გობეშია (დინამო თბილისი), სანდრო ნარიმანიძე (საბურთალო), ამირან ტყეშელაშვილი (ტორპედო ქუთაისი), გელა სადღობელაშვილი (დინამო თბილისი), აკაკი გიუნაშვილი (ფროზინონე, იტალია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (სიონი ბოლნისი), დავით ფაღავა (დინამო ბათუმი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (დინამო თბილისი), გიორგი გოგსაძე (საბურთალო).

ნახევარმცველები: ლექსო ფეიქრიშვილი (დინამო თბილისი), საბა გეგუჩაძე (საბურთალო), დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე, იტალია), გიორგი ცეცხლაძე (დინამო თბილისი), ათული მაშავა (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ნინიძე (დინამო თბილისი).

თავდამსხმელები: ალეკო ბასილაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო ავალიანი (საბურთალო), საბა სამუშია (ანორთოსის ფამაგუსტა, კვიპროსი), ლუკა შეროზია (დინამო თბილისი).

გულშემატკივართა საყურადღებოდ: 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

15 ნოემბერი | ესპანეთი V მოლდოვა | მესხი 1 | 17:00
18 ნოემბერი | ესპანეთი V კვიპროსი | მესხი 1 | 17:00
21 ნოემბერი | მოლდოვა V კვიპროსი | მესხი 1 | 15:00

მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფს თბილისი უმასპინძლებს. სტუმარი გუნდების მატჩები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
და სულ ეს არის ლეგიონერები? ინგუში რამდენი წლისაა არცერთ ნაკრებში რომ არ არის? ქარსელაძე სად არის? ამ ნაკრებში ბევრი კარგი ბიჭი არ არის რატომ? სიგუაც 18 წლისაა ისე...
Givi
23:56 07-11-2023
0
თურქეთში რიზეში მოთამაშე ქართველს უ-19 რატომ არ დაუძახეს? დიდ გუნდშიც ქონდა დებიუტი..მამამ უარი თქვა ვაჭრობაზე ქართველ მხარესთან
ანდრო
21:57 07-11-2023
0

სიახლეები პოპულარული