რამაზ სვანაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპს ქუთაისში, გიბრალტართან მატჩით გახსნის, ხოლო მეორე ტურის მატჩში - 12 სექტემბერს, კიშინიოვში მოლდოვას დაუპირისპირდება.

შესარჩევი ციკლის პირველი და მეორე ტურებისთვის მზადებას 21-წლამდელთა ნაკრები 2 სექტემბერს დაიწყებს, ხოლო 8 სექტემბერს მოლდოვაში გაემგზავრება. აღნიშნული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა
მეკარეები: ლევან თანდილაშვილი (ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ხარატიშვილი (სამტრედია), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), გეგი გეგუჩაძე
(ლოკომოტივი თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (მეტა, ლატვია), საბა მამაცაშვილი (გაგრა), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი წყალტუბო), ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკოლოზ ცხოვრებაშვილი (ლიეპაია, ლატვია), ლაშა ოდიშარია (დინამო თბილისი), თორნიკე მორჩილაძე (თელავი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), შალვა ოგბაიძე (დენ ბოსხი, ნიდერლანდები), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), ირაკლი ეგოიანი (ტვენტე, ნიდერლანდები).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკი, საბერძნეთი), გიორგი აბუაშვილი (პეტროლული, რუმინეთი), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი).

2025 წლის უეფას 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 2002 წელს და შემდგომ წლებში დაბადებულ ფეხბურთელებს. მატჩების პირდაპირი რეპორტაჟების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

U21 | შემოდგომის განრიგი
6 სექტემბერი | საქართველო - გიბრალტარი | 20:00 | ბილეთები
12 სექტემბერი | მოლდოვა - საქართველო | 21:00

12 ოქტომბერი | საქართველო - ნიდერლანდები
17 ოქტომბერი | საქართველო - შვედეთი

16 ნოემბერი | ჩრდ. მაკედონია - საქართველო

წყარო: Nakrebi.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველა კარგი ბიჭები არიან და იმსახურებენ კიდეც ნაკრებში თამაშს.შედეგიც კარგი იქნება მერწმუნეთ.
Daviti
23:42 31-08-2023
0
Bijo ra waiget tvini an gaguas dzaxilit mteli cxovreba axalgazrduli nakrebis asakisa xom ar iqneba!!?? Erti goli gaitana da ramis ari erovnulis ucvlel dziritadis fexburtelad moitxovot misi dayeneba,, mova magisic da sxva bichebis droc, an ro itxovt gadaxedet mis saklubo karieras rogor vitardeba sharshan 4-ligashi ori goli gaitana 28-tamasshi mere daibruna alavesma da am satransferoze tu rame ar sheicvala uzit skamze da mteli sezoni mase iqneba albat,, gagua mec momewona u-21 chempionatze magram mis mere progresi ar aqvs, marto gaguaze ar vambob zogi lochoshvils itxovs gamwarebuli zogi arabidzes zogi altunashvils daokdit da acadet mushaoba nakrebis mwvrtnelebs raa,, tu rame ar mogewonebat da nakrebis shedegebic mogcemt amis uflebas midit da imoqmedet federaciis shenobastan aq gamwarebuli landzgvas vigacebis jobia
Gel-100
18:41 31-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული