U21. საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე გასვლის შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
მიუხედავად ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ისრაელთან დამარცხებისა, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ აქვს პარიზის ოლიმპიადაზე გასვლის შანსი, სადაც ევროპის ზონიდან სამი გუნდი მოხვდება.

ეს იმ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი, თუ ნახევარფინალში საფრანგეთიც გავა და ინგლისიც. პირველი ოლიმპიადის მასპინძელია და საგზური ავტომატურად აქვს დაბევებული, მეორე კი ტურნირზე ვერ იასპარეზებს, რადგან ოლიმპიური კომიტეტის წევრი დიდი ბრიტანეთია და არა ინგლისი.

ასეთ შემთხვევაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის დამატებითი მატჩი ჩატარდება. საქართველომ A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევროპირველობაზე ძირითად დროში არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.

შეგახსენებთ, დღეს ინგლისი პორტუგალიას, საფრანგეთი კი უკრაინას დაუპირისპირდება.

altპროვოკაციული აღნიშვნა ისრაელის ნაკრების გულშემატკივრისგან - მარცხის ღირსეულად მიღება შეგვიძლია!..

altზურიკო დავითაშვილი: მომავლის ლამაზი დღეები ერთად უნდა შევქმნათ

altრამაზ სვანაძე: ეს მენტალურად განსხვავებული თაობაა და ქართული ფეხბურთის ხვალინდელი დღეა

altისრაელის ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, რომ საქართველოსთან თამაში პირველივე ტაიმში უნდა მოეგოთ

altU21. საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ისრაელთან პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 51 /
თუ ინგლისმა პორტუგალია და საფრანგეთმა უკრაინა დაამარცხა დაინიშნება თამაში ორ საუკეთესო წაგებულ მეოთხედფინალისტს შორის. ეს შეხვედრა 7 ან 8 ივლისს რუმინეთში გაიმართება. ორი საუკეთესოს განსაზღვრის მთავარი კრიტერიუმი კი ჯგუფურ ეტაპზე დაკავებული ადგილია. იმ შემთხვევაში თუ ინგლისი და საფრანგეთი გავლენ ნახევარფინალში, საქართველოს ნაკრები, რომელმაც A ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულა, აუცილებლად ითამაშებს მე-5 ადგილისთვის მატჩს უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ!
ლაშა
21:34 02-07-2023
1
სწრაფად რატომ ვერ ხერხდება კომენტარის გამოქვეყნება?!
კვარა და მიქა უკრაინასთან თამაშისას ნაკრებში აუცილებლად უნდა იყვნენ!
მემგონი რადგან U21-ზე არ იყვნენ, პრეი ოფი U21-ის შემადგენლობასთან ბმაში არ არის და იქ შესაძლებელი უნდა იყოს კვარაცხელიას და მიქაუტაძის თამაში, თუ კიდევ რაიმე არ მოიმიზეზეს...
ლაშა
21:29 02-07-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული