ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრები

ზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც ჩინებული გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"მადლობა გულშემატკივრობისთვის. ჩვენ გვჯეროდა, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვეძლო. მადლობა გულშემატკივრებს, რომელთაც ეს საოცარი გარემო შექმნეს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მეოთხედფინალზე ვიფიქროთ. ვეცდებით, კვლავ გაგახაროთ.

ვხედავთ, ჩვენ წინააღმდეგ რა ფეხბურთელები თამაშობენ. როგორც ეროვნულ ნაკრებში აღვნიშნავ გოლს, ის ემოციები იყო ახლაც. ამ ნაკრებთან და ბიჭებთან ერთად
დიდი ხანია მოვდივართ და დღეს მოედანზე ყველაფერი დავდეთ".