ზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუზავდა (1:1) და ჯგუფიდან მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გააკეთა, რომელმაც ჩინებული გოლი გაიტანა და შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"მადლობა გულშემატკივრობისთვის. ჩვენ გვჯეროდა, რომ პირველი ადგილის დაკავება შეგვეძლო. მადლობა გულშემატკივრებს, რომელთაც ეს საოცარი გარემო შექმნეს. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა. ახლა ეს თამაში უნდა დავივიწყოთ და მეოთხედფინალზე ვიფიქროთ. ვეცდებით, კვლავ გაგახაროთ.

ვხედავთ, ჩვენ წინააღმდეგ რა ფეხბურთელები თამაშობენ. როგორც ეროვნულ ნაკრებში აღვნიშნავ გოლს, ის ემოციები იყო ახლაც. ამ ნაკრებთან და ბიჭებთან ერთად
დიდი ხანია მოვდივართ და დღეს მოედანზე ყველაფერი დავდეთ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
რაც მახსოვს სულ წყნარად და შეუმჩნევლად აკეთებდა თავის საქმეს. დადგა დრო და ადგილი იყოს ნომერი პირველი. დაიმსახურა! უბრალოდ ბოლომდე ვუგულშემატკივროთ და ვისიამოვნოთ ყველამ ერთად
ზურიკოს
12:32 28-06-2023
0
ძალიან მაგრად ითამაშა ზურიკომ,სუპერ გოლიც გაიტანა,წინა თამაშებშიც ძალიან კარგი იყო და ვერ გამოგია ბათუმის დინამოში,უდრტვინველად რომ გაატანა ბორდოს,მისი კონტრაქტი.დალოცვილო,ხედავ,რომ მაგრად თამაშობს,რა გაჩქარებს მის გაყიდვას,მეორე ლიგის გუნდისათვის!სულ ცოტა ორიოდე მილიონი მაინც,საკუთარი ჯიბიდან ამოიღეს და ბორდოს აჩუქეს,თანაც ზურიკოს,უფრო ძლიერ კლუბში გადასვლის შესაძლებლობა დაუკარგეს.ალბათ ახლა ბორდო გადაყიდის და ბათუმზე ორჯერ მეტ ფულს ჩაიდებს ჯიბეში.თვითონ ზურიკოსთანაც მაქვს საყვედური.ბიჭო,უკვე ამხელა გამოცდილება გაქვს და უკვე შეცვლილი,დამატებითი დროის ბოლო წამზე,გაფრთხილებას რომ იკიდებ,მაგას პროფესიონალიზმი ჰქვია?გასაგებია,უზარმაზარი ემოციები გქონდა,მაგრამ რა იცი,მომდევნო თამაშში რა ხდება და ხომ შესაძლებელია კიდევ ერთი გაფრთხილების მიღების შემთხვევაში,უმთავრესი თამაშის გამოტოვება გაიძულოს.თვითომ ამ გაფრთხილების საფრთხეც კი,მეოთხედფინალში შენს თამაშში,შენს იძულებით სიფრთხილეს გაიძულებს.მეოთხედ ფინალში,თი თამაშის მიწურულს,ანგარიშის შენარჩუნებაზე თამაში დაგვჭირდა და საამისოდ,მეტოქის შეტევების გაფრთხილების ფასად შეჩერება დაგვჭირდა,თითქმის უკვე აღარავინ გვრჩება ისეთი,ვინც ჯარიმას,გაფრთხილებას, შემდგომი მატჩის გამოტოვების შიშის გარეშე მიიღებს და ტემპს დააგდებს.
სოსო
11:54 28-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული