ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა, ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე, 2023 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო.

21-წლამდელებმა, 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. გაფართოებულ სიაში მყოფი 3 ფეხბურთელი - გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), გიორგი ლომთაძე (გაგრა) და ლუკა ხორხელი (სამგურალი) მიმდინარე საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობენ, თუმცა გუნდს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან.

შეგახსენებთ, რომ რამაზ სვანაძის გუნდი, 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. მატჩის შესახებ სხვა დამატებითი სახის ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ
ეტაპს 21 ივნისს, დინამო არენაზე, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

U21 | გაფართოებული შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).

U21 | მატჩების განრიგი

21 ივნისი | საქართველო V პორტუგალია | 20:00
24 ივნისი | საქართველო V ბელგია | 20:00
27 ივნისი | საქართველო V ნიდერლანდები | 20:00

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, 8 ივლისს, ბათუმი არენა უმასპინძლებს.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 9 /
ხეᲩიკაᲨვილი ხო არ დაბრუნდა მინისტრად?
სიო
16:08 12-06-2023
0
ხვიჩამ 17შიც უნდა ითამაშოს და 21შიც?
დავით 67
07:19 12-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული