გია გეგუჩაძის პირველი კომენტარი ნაკრებიდან წასვლის შემდეგ

AutoSharing Option
გია გეგუჩაძე საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. თუ რა გახდა ამის მიზეზი და რა გეგმები აქვს, ამასთან დაკავშირებით
Sportall.ge გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა.

- საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი აღარ ხართ, ეს ნაჩვენები შედეგის გამო მოხდა თუ რაიმე კონკრეტული შემოთავაზება გქონდათ და მაგიტომ?
- არა, ურთიერთშეთანხმებით გადაწყდა, რომ ფედერაციასა და ჩემს შორის კონტრაქტი გაწყვეტილიყო.

- რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჯერჯერობით არაფერი, ვისვენებ.

- არის შემოთავაზებები?
- არა ჯერ არაფერი არ არის.

- და თუ მომავალი სეზონისთვის იქნება საქართველოს ჩემპიონატიდან შემოთვაზება,
იმუშავებთ?

- ვნახოთ, გააჩნია წინადადებას, გააჩნია პირობებს რა თქმა უნდა. განვიხილავ ყველა წინადადებას, რომელიც შემოვა.

- და ბოლოს მაინც რას იტყოდით, რატომ ვერ დადო ნაკრებმა ის შედეგი რასაც გულშემატკივარი ელოდა?
- ფაქტია, არ არის ის შედეგი რაც ჩვენ ყველას გვსურდა. არის ობიექტური მიზეზები და ამაზე საუბარი დაგვიანებულია.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ამ მწვრთნელმა ამოწურა თავი...
status quo
09 დეკემბერი 2017 13:49
6
წინასწარ გესაუბრა ობიექტურ მიზეზებზე იქნებ,თავიდან აგეცილებინა ეს კრახი..საუბარი კიარაა დაგვიანებული, შენი წასვლაა დაგვიანებული!
Chaachi
09 დეკემბერი 2017 13:32
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული