არ გამიჭირდება თანამდებობის დათმობა - ინტერვიუ გია გეგუჩაძესთან

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის 3 შესარჩევი მატჩი გამართა და 3 მარცხი იწვნია.

განსაკუთრებით მტკივნეული იყო ფარერებთან წაგება. ცხადია, ამ ყველაფერს გულშემატკივართა მხრიდან უმწვავესი რეაქცია მოჰყვა.

გუშინ "ლელო" ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელ გია გეგუჩაძეს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა...

- რა თქმა უნდა, ასეთი შედეგის შემდეგ სამწვრთნელო შტაბი ვერ გაექცევა თავის წილ პასუხისმგებლობას. ეს ერთი თემაა. მეორეა ის, რომ ფეხბურთელს სულ რომ არ ჰყავდეს მწვრთნელი, როცა ის სანაკრებო დონეზე თამაშობს, ცარიელი კარის წინ ბურთი უნდა დაიმორჩილოს, რამდენიმე ასპროცენტიანი მომენტიდან ერთი მაინც უნდა
გამოიყენოს, ორ მეტრში პასის გაკეთების პრობლემა არ უნდა ჰქონდეს... როგორია თქვენი შთაბეჭდილებები დანიასა და მეტადრე ფარერებთან განცდილი ბოლო ორი, უაღრესად მტკივნეული მარცხის შემდეგ?

- რაც მოხდა ბოლო ორ შეხვედრაში და, მეტადრე, ფარერებზე გამართულ მატჩში, ამის შემდეგ ჩემი შთაბეჭდილებები და განცდები, ალბათ, არც არავის აინტერესებს.

კონკრეტულად ფარერებთან შეხვედრაზე ვიტყვი. ძალიან ცუდია, რომ მეტოქისადმი ჩემი პატივისცემის მიუხედავად, დავმარცხდით ისეთ ნაკრებთან, რომლისთვისაც აუცილებლად უნდა მოგვეგო.

ზოგადად, მათ ბოლო დროს მოუმატეს ფეხბურთში, მაგრამ ჩვენ უნდა მოგვეგო ის მატჩი და ამაზე არ შეიძლება, ორი აზრი იყოს. რაც შეეხებათ ფეხბურთელებს, მე არავითარ შემთხვევაში არ გავიშვერ ხელს მათკენ. ასე რომ გავაკეთო, არ ვიქნები მართალი.

მწვრთნელმა ფეხბურთელები თამაშისთვის ისე უნდა მოამზადოს, რომ გავიდნენ მოედანზე და მოიგონ თამაში. სამწვრთნელო შტაბი საკუთარ თავზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ გვქონდა შეცდომები და ეს ფაქტია.

- და მაინც, რა ვუყოთ იმ ათამდე ასპროცენტიან საგოლე მომენტს, რომლებიც ფარერებთან მატჩში ვერ გამოვიყენეთ?
- როცა სახეზე გვაქვს წაგებული თამაში, პასუხისმგებელი, პირველ რიგში, არის მთავარი მწვრთნელი და ეს ასეა მას შემდეგ, რაც ფეხბურთი არსებობს.

ეს არის მუდმივა, რომელიც დღემდე არავის შეუცვლია. კი, გვქონდა ბევრი მომენტი და ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ ამასთან, გვქონდა ძალიან ბავშვური შეცდომაც. მთლიანობაში, კიდევ ერთხელ ვამბობ - პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ!

ფეხბურთელებმაც და მწვრთნელებმაც უზომოდ განვიცადეთ მომხდარი. კარგია, რომ ამისთვის სინდის-ნამუსი მაინც შეგვრჩა... სამი თამაში წავაგეთ და ამ სამ თამაშში 11 გოლი გავუშვით.

გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით, რომ არცერთ ჩემს გაწვრთნილ გუნდს არასდროს ჰქონია ასეთი სტატისტიკური მაჩვენებელი. ჩვენ არ ვკარგავთ რეალობის გრძნობას და კრიტიკულად ვაფასებთ მოვლენებს.

ძალიან მინდა, ჩვენ მიერვე გაფუჭებული საქმე ჩვენვე გამოვასწოროთ. იმედია, შევძლებთ ყველაფრის დალაგებას. მე მაინც მგონია, რომ ჩვენი რესურსი აქ არ არის ამოწურული. თუ სხვანაირად განვითარდა მოვლენები, თუ ჩვენზე უკეთ გააკეთებს საქმეს სხვა, მე არ მაქვს თანამდებობის დათმობის პრობლემა.

ეს საქართველოს ნაკრებია და ეკუთვნის მთელ ქვეყანას. ასე რომ, როცა საქმე ნაკრებს ეხება, ეს განსაკუთრებული პასუხისმგებლობაა. ზოგადად, ქართული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

- რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში იგებს ან აგებს მთელი გუნდი, მაგრამ ერთი სათამაშო რგოლის შესახებ ცალკე უნდა გკითხოთ. იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაცვის გარეშე ვთამაშობთ...
- ფაქტია, რომ ეს არის პრობლემა და ჩვენ ამაზე უკვე დიდი ხანია, ვამახვილებთ ყურადღებას.

თქვენ სწორად აღნიშნეთ - დღეს იგებს ან აგებს მთლიანად გუნდი. ამას გარდა, კიდევ არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას მხოლოდ იმიტომ, რომ გვაქვს ამ პრობლემების დაძლევის რწმენა.

- თქვენი აზრით, რისთვის უნდა იბრძოლოს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა შესარჩევი ციკლის დარჩენილ მატჩებში?
- ჩვენ ციკლის დაწყებამდე დავისახეთ მიზანი და რა მიზანიც იყო ეს, ყველამ კარგად ვიცით. სანამ არის თუნდაც თეორიული შანსი, ეს მიზანი არ უნდა შეიცვალოს. ძალიან ძნელია ამაზე ლაპარაკი ფარერებთან წაგების შემდეგ, მაგრამ მე ასე მჯერა. ნებისმიერ შემთხვევაში, ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ჩვენ არ ვვარდებით და, რადგან ეს ასეა, თუ ვერ გავალთ ჯგუფიდან, მაშინ ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ღირსება შევინარჩუნოთ.

ზოგადად, სამწვრთნელო პოსტზე არავინ არ არის შეუცვლელი. შევხედოთ, რა და როგორ იქნება თუნდაც უახლოეს ორ თამაშში. თუ ვნახავთ, რომ არ იქნება უკეთესობა, მაშინ მე არ მექნება იმის პრობლემა, რომ თანამდებობა დავთმო.

- რა თქმა უნდა, ჩვენი რესურსი არ არის ამოუწურავი, მაგრამ ცვლილებები, ალბათ, იქნება ნაკრების შემადგენლობაში...
- მართალი ბრძანეთ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ძიებას. ცხადია, იქნება გარკვეული ცვლილებები...

- თქვენს სამწვრთნელო კარიერაში ყოფილა არაერთი წარმატება. საინტერესოა, რას განიცდით ახლა, როცა წილად გერგოთ მწვავე კრიტიკა?
- უნდა გითხრათ პირდაპირ: რასაც ახლა ლაპარაკობს და განიცდის გულშემატკივარი, მეც იგივე რეაქცია მექნებოდა. ყველა ვხედავთ, რომ შედეგი არის ცუდი. ფეხბურთში მთავარი ყოველთვის შედეგია. გულქვა უნდა იყო ადამიანი, ყოველივე ამას რომ არ განიცდიდე და მე ნამდვილად არ ვარ ასეთი.

რა თქმა უნდა, ძალიან განვიცდი. ჩვენი რესურსი, ზემოთაც ვთქვით, არ არის უშრეტი, მაგრამ მე მაინც მაქვს უკეთესობის იმედი. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ მოკლე ხანში ვერ დავინახეთ ეს უკეთესობა, არ გამიჭირდება შესაბამისი ნაბიჯის გადადგმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 46 /
გეგუჩაძემ,როგორც მწვრთნელმა და როგორც პიროვნებამ დღეს ამ ინტერვიუთი თავი დაისამარა. მე ეს უკვე დიდი ხნის წასული მეგონა, თურმე კომფორტის ზონაში რჩება, თანაც გვამადლის თავს... ქართული ფეხბურთი კარგა ხანია ღრმა უკან-შია. იქეთ ვაისი აქეთ ეს ფარერების „რისხვა“, მოკლედ სრულ ბედნიერებამდე ერთი ნაბიჯია!
თენგო
17 ოქტომბერი 2017 14:52
2
gcxvenodes wadi wadii saxlshiiii saxlshiiiii...
wadi bidziko saxlshi wadi
17 ოქტომბერი 2017 14:33
2
ვეთანხმები კლიმენტის: პოზიტიურად ვიყავი განწყობილი გეგუჩაძისადმი, მაგრამ ამ ინტერვიუს შემდეგ– , სამწუხაროდ,სრული იმედგაცრუება ამ მწვრთნელის და პიროვნების მიმართ! ვერ გამიგია ,რატომ ეკიდებიან ცალკეული ადამიანები ასე უდიერად თავიანთ ღირსებას?!
თამაზი
17 ოქტომბერი 2017 14:28
2
დავიწყოთ იქედან,რომ მიუხედავად იმისა,რომ სიჭინავა არც ფეხბურთელი იყო და არც ფეხბურთის სპეციალისტი,მაინც ორი თავით ჯობდა კობიაშვილს,ეს აქსიომაა,რაც შეეხება გეგუჩაძეს,ის ხომ საერთოდ -0-ია,მას არაფლის თავი და ტ---ი არ აქვს და სართოდ ძალიან მიკვირს იმ არაგულშემათკივრების,რომლებიც აზრზე არ არინ ფეხბურთში,გაგებაში არ არიან და მხოლოდ პოლიტიკური ჭრილიდან გამომდინარე მსჯელობენ.ამან დაღუპა და სამუდამოდ დაასამარებს ფეხბურთს საქართველოში,თუ ჭკუას არ მოუხმეთ,გახსოვთ ამ ცოტა ხნის წინ "გულშემატკივრების" დიდი არმია გეგუჩაძეს პირველი ნაკრების მწვრთნელად,რომ მოიაზრებდენ,გაიძახოდნენ გეგუჩაძეს შანი მიეცით ის უალტერნატიოაო,ასევე ძოძუაშვილზე რა ამბავს აწევდნენ,მიეცით კაცო დამოუკიდებლად ერთხელ მაინც ამ კაცს შანსიო,ნუთუ ასეთ ვაი და უი გულშემატკივარს არ ცხვენია დღეს? რადროს გეგუჩაძე და ძოძუაშვილია ხალხო,ანდა რადროს სხვა ქართველი მწვრთნელების დროა.ქართულ ფეხბურთს გადაარჩენს ძლიერ ჩემპიონატში მონაწილეობა,ეს იქნება ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ჩემპიონატი,რომელიც ჩამოსაყალიბებელია,ან უკრაინის ჩემპიონატში მონაწილეობა,ან თურქეთის პირველობაზე გასვლა,ანდა კავკასიის ჩემპიონატის დაარსება,რომელი ჯობია და რომელი რეალურია ამაზე ფედერაცია უნდა მსჯელობდეს და მუშაობდეს და არა პარლამენტში ჯდომა და იქ უსაფუძვლოდ დროის კარგვაზე უნდა იყვეს ორიენტირებული ფედერაციის პრეზიდენტი,თითქოს მეტი საქმე და საფიქრალი არ აქვს კობიაშვილს,საქმე იმდენია,რომ თავზე თმა არ ექნება იმდენი.უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი,სხვა ალტერნატივა ქართულ ფეხბურთს არ გააჩნია.ამ ყველაფრის მოგვარება შეაჩერებს ფეხბურთელების გადინებას ადრეულ ასაკში,მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელების ჩამოსვლას და რაც მთავარია აიწევს ფეხბურთის ხარისხი და დონე,რაც გამოიწვევს ფინანსების მოძიებას და გაჩენას,რის გარეშეც ფეხბურთის დონის ამაღლება წარმოუდგენელია.
roma
17 ოქტომბერი 2017 14:27
10
წავიკითხე ბატონი გეგუჩაძის ინტერვიუ, ერთი რაღაც ჩანს ცხადად, ეს კაცი თანამდებობასაც ებღაუჭება და თან ცრუობს. თანამდებობას რომ არ ებღაუჭებოდეს უკვე წასული უნდა იყოს, მეტი დაცემა და თავსლაფი რაღა უნდა, 3 წაგებულ მატში 11 ბურთი გაუშვეს. უფრო ცუდი ისაა რომ ცრუობს, აბა თუ არ ცრუობს რა თეორიულ შანსებზე საუბრობს ვერ გავიგე, რისი იმედი აქვს, რისი გამომსწორებელია, ვის ჯერა რომ ეს ნაკრები რამეს გამოასწორებს? დარწმუნებული ვარ, რომ გამოუსწორებელ ოპტიმისტსაც არ ჯერა ამ ნაკრების წარმატების. ბოლოს ამბობს რომ ჯგუფიდან თუ ვერ გავედით, ისე ვითამაშებთ ღირსებას მაინც შევინარჩუნებთო.მე მგონი ამ კაცს ღირსება რა არის ნაღდად არ ესმის, თორემ უკვე მიხვდებოდა, რომ ფარერებთან მარცხის შემდეგ ღირსებაც და პატივი აყრილია და რაც უკვე არ გაქვს მას როგორ შეინარჩუნებ ბატონო გეგუჩაძე?
დათო
17 ოქტომბერი 2017 14:13
3
ჩემი აზრით, სწორედ თავმოყვარეობა არ აძლევს უფლებას გეგუჩაძეს, რომ დამარცხებული წავიდეს გუნდიდან. ამიტომ მგონია, რომ იგი ყველაფერს გააკეთებს თავისი სახელის რეაბილიტაციისათვის. ამისათვის საჭიროა, რომ იგი დარჩეს გუნდში და მიეცეს მუშაობის საშუალება.
გულშემატკივარი
17 ოქტომბერი 2017 16:01
17
ნამუსი რო გქონოდა და ფულზე გატვლილი ტუ არარი სჰენი საქმიანობა სჰენს ადგილას უნდა ცოტახანი დაიმალო და ხალსჰი არ გამოჰენილიყავი.ეს ტურმე ტავის ნებაეზე ყოფილა მისჰვებული ტუ უნდა ცავა ტუ არუნდა არცავა ფედერაცია რას ცარმოადგენს აქ ხალხო მიდის ფულის გატეტრება და ჰვენ გვაბოლებენ და მილიონებს ყვლიფავენ.10 გოლი 2 მატჰსჰი ესეტ მეკარეს რო აყენებ სატადარიგო ბავსჰვია ტუ სურატი მიგაქვტ მისი.ჯურნალისტებო სჰეეკიტხეტ ასეტი კონქრეტულ ფაქტებზზე.
bajo
17 ოქტომბერი 2017 14:10
2
ჩვენი ფეხბურთის უბედურება იწყება იქიდან, რომ ც ლიცენზიის აღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აქედან გამომდინარე ბავშვებთან მუშაობს არაკომპეტენტური ხალხი. არ შეიძლება ბავშვთან მუშაობდეს კაცი ვისაც თვიტონ ფეხბურთი არ უთამაშია. 7-8 წლის ბავშვთან ვარჯიშზე კონსპექტიქ რომ გადის მწვრთნელი იქ დამთავრებულია ყველაფერი. ბავშვს უნდა აჩვენო რა და როგორ გააკეთოს. ტრქტორიდან ჩამომხტარი ტრენერი ამას ვერ გააკეთებს.
andro
17 ოქტომბერი 2017 14:07
2
დავაი ბიზია აახვიე მაქედან სირცხვილი რომ არ გაქვს ვიცოდით რაგინდა შენ საერთოდ ფეხბურთში
zura
17 ოქტომბერი 2017 14:33
2
"შედეგი არის ცუდი"–ცუდი კიარა –კატასტროფული!ნამუსი რომ შეგრჩენოდათ ფარერებთან წაგებისთანავე გადადგებოდით!
რეზო
17 ოქტომბერი 2017 14:06
3
გეგუჩაძით თუ უგეგუჩაძეოდ არანაირი გამართლება არ აქვს ქართველი ახალგაზრდების უთავმოყვარეობას. ფარერებთან ნაჩვენები შედეგისმაგვარი სირცხვილისთვის, ჰიტლერისდროინდელ გერმანიაში ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გარეშე კედელთან მიაყენებდნენ და დახვრეტდნენ მთელ "გუნდს" თავის მწვრთნელ-შტაბიანად. ეს არის ამის მოკლე და კონკრეტული შეფასება.
................
17 ოქტომბერი 2017 13:49
5
პასუხიმგებლობას რო იღებდე წასული იქნებოდი... სირცხვილიც აღარ ჰქვია ამ ყველაფერს რასაც თქვენ აკეთებთ,ნერვები აღარ აქვს ხალხს..!!
Chaachi
17 ოქტომბერი 2017 13:40
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული