U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
დგეს სტატია ვნახე ასაკი არ მახსოვს მაგრამ 5 წლამდე ბავშვია სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებაო და ფული ნახევარიც არ აგროვდაო, ამათ რო აძლევთ ამხელა თანხას და გადაჯმულები აქვთ თავზე ჩაურიცხეთ იმ ბავშვს თანხა რო იცოცხლოს ჯერ 4 წლისაა და იღუპება.ჩამოაჭარით 20 20 პროცენტი ყველას ან გამოკითხვით ჩაატარეთ თუ გინდათ. უსირცხვილოები თამაში მაინც არ იციან
araa eg samartali
11 ოქტომბერი 2017 12:52
0
აი რა თაობა მოდის?... თუ მწვრთნელს ,,გაუჩალიჩეს" ? თუ ყველაფერი ერთად .. მასპინძლებთან ერთად ,,ითევზავეს" და აკლიმატიზაცია ვეღარ გაიარეს.....
გუსანი
11 ოქტომბერი 2017 11:12
0
წავიდეს გეგუჩაძე
roma
11 ოქტომბერი 2017 10:59
0
ქართული ფეხბურთის მესვეურნო, დიდიან პატარიანად ხმა არ ამოიღოთ გაისუსეთ ჯობია. უსირცხვილოები გაიკმინდეთ ხმა, კრინტი არ დაძრათ.
ვოვა
11 ოქტომბერი 2017 16:31
0
დასვა ქეცბაიამ დიაგნოზი და გააგდეს მართალი კაცი. ეხლა ვიღას დააბრალიან? თუმცა არა კიდიათ. მაგათ ფული აკეთონ და მეტი არაფერი აინტერესებთ
gio
11 ოქტომბერი 2017 16:26
2
თქვენც ნახეთ რა გეგუჩაძე მწვრთნელი! რადგან დინამო ერთხელ უეფაზე ათამაშა??? წელიწადში ერთხელ თოხიც ისვრის!!!!!!
goga
11 ოქტომბერი 2017 14:58
1
დღეს მომუშავე ყველა მწვრთნელი განსაკუთრებით ბავშვებში და ახალგაზრდებში გასაყრელია და ჩამოსაყვანია ესპანეთიდან მწვრთნელები, რომლებიც გაზრდიან შეუცვლიან მიდგომას ბავშვებს ფეხბურთისადმი გახდიან პროფესიონალებს. ეს ჩვენები ფულის კეთების და გაბღენძვის მეტს არაფერს აკეთებენ, ნეტავ განახათ თავი ისე მოაქვთ რომ გვარდიოლა ამათთან ვინ არის, საწრაფო ზომებია მისაღები...
fu
11 ოქტომბერი 2017 14:53
0
როგორც ფეხბურთელი ძალიან ძლიერი იყავი ბატონო კობიაშვილო და ეს ყველას გვეამაყებოდა, მაგრამ როგორც ფედერაციის პეზიდენტი რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს თქვენთვის ბრძანდებით ნოლი. ამიტომ ჩემო ლევან თქვენ და მთელმა ფედერაციამაც უნდა დატოვოთ პოსტი და თან გაიყოლოთ ვაისია თუ უისი, გეგუჩაძე და სხვებიც. ისე გეგეჩაძის ადგილზე რომ ვიყო საქართველოში დაბრუნების შემრცხვებოდა კარგა ხანს! ვაი სირცხვილო! სად უნდა გამოყოთ თავი!სამარცხვინო ისტორიაა დაწერილი და რაც მალე მოშორდებით უფრო გაპატიებთ ხალხი!
თეიმურაზ ტეფნაძე
11 ოქტომბერი 2017 12:46
0
ამ ყველაფრის თავი და თავი ფედერაციაა, საერთოდ ყველაა გასაშვები, ეს უსინდისობაა
zviadi
11 ოქტომბერი 2017 11:29
1
რატომღაც არავი ამბობს მთავარ სატკივარს,რაც ქართულ ფეხბურთშია გამეფებული.საუბარი მაქვს ბავშვთა ფეხბურთზე.მოგმართავთ თხოვნით ჟურნალისტებო,წამოწიეთ ეს საკითხი სასწრაფოდ,ასე გაგრძელება აღარ შეიძლება,თორემ ეს ნამდვილად არ იქნება უკანასკნელი სირცხვილი ჩვენს საფეხბურთო რეალობაში.სასწრაფოდ უნდა შეწყდეს,ან საერთოდ აიკრძალოს რეგიონებიდან ბავშვების გადაყვანა თბილისის "წამყვან" საფეხბურთო სკოლებში.ეს პროცესი დამღუპველად მოქმედებს ჩვენს ფეხბურთზე.ეს იგივეა,რომ ორგანიზმს შეუწყვიტო ჟანგბადის მიწოდება,მთელი სხეული დაცალო სისხლისგან.როცა რეგიონში გამოჩნდება კარგი ტალანტის მქონე ბავშვი,მას უნდა მიეცეს საშუალება იმ თავის გუნდში ჩამოყალიბდეს ლიდერად,შეიძინოს ის თვისებები,რაც ასე აუცილებელია წარმატებული ფეხბურთელისათვის,გაუმყარდეს ფსიქოლოგია და შინაგანი რწმენა.თბილისი კი გადაიქცა(როგორც ყველა სხვა მიმართულებით)საფეხბურთო თავკომბალად,აგროვებენ ამ ბავშვებს მთელი საქართველოდან და როცა ერთ სივრცეში ხვდებიან,ისინი ნელნელა ხდებიან ჩვეულებრივი,არავისგან გამორჩეული მოთამაშეები,კარგავენ მთავარს,ლიდერის თვისებებს.უმორჩილესი თხოვნაა დაფიქრდით ამ საკითხზე...
თენგო
11 ოქტომბერი 2017 15:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული