U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
წავიდეს გეგუჩაძე
roma
11 ოქტომბერი 2017 10:59
0
შეაზიზღეს ხალხს ქართული ფეხბურთი.აღარც სირცხვილი,აღარც ნამუსი, აღარც ქვეყნის სიყვარული.ამათ კი არ უნდა ეფერო და ვარსკვლავი კი არ უნდა ეძახო,აი ზუსტად ასეთი კრიტიკული შეფასებით სისხლი უნდა გაუშრო.ყველანი ვცოდავთ და დამნაშავე ვართ.პასუხი უნდა მოსთხოვოთ ჟურნალისტებმა პირველ რიგში,ამ ძმაკაცობამ და შენი ჭირიმეობამ დაგვღუპა ზუსტად.მეტი ასეთი კრიტიკა თქვენგანაც და გულშემატკივრებიდანაც რომ მიხვდნენ მათ უკან სამშობლო და გამარჯვებას მონატრებული ხალხი დგას
შალო
11 ოქტომბერი 2017 10:58
0
გეგუჩაძეს არ ჩაუსვრია (ის საქართველოს საუკეთესო მწვრთნელია), ჩაისვარეს ქებას აყოლილმა ფეხბურთელებმა. არ უნდა გაუშვა 17-18 წლის ბიჭები უცხოეთში. ჯობია აქ მიიღონ უკეთესი პრაქტიკა. თავში აქვთ ავარდნილი (ეს ქართველების სენია). არავინ თამაშობს გულით და საქართველოს სიყვარულით. ყველა თამაშობს ფულისთვის
ani
11 ოქტომბერი 2017 10:58
18
მე არ ვიცი ამას რა ერქვა,მაგრამ ფეხბურტი რომ არ იყო ვიცი.რა აზრი აქვს იციან ხვალ ისევ დაუზახებენ და მაგრად კიდიატ ცააგებენ ტუ მოიგებენ.ხო სირცხვილი და ტავმოყვარეობა არცერტს არააქვს როგორც გუსჰინ ვნახეტ.ბევრის ცერა სჰეიზლება, მაგრამ აზრი არ აქვს.ასე რომ მოკლედ ასე დავცერ გუსჰინ გვიხმარეს ისევ ცჰვენმა საამაყო ფეხბურტელებმა
nodari
11 ოქტომბერი 2017 10:50
0
ალეკო მერე ვისი ბრალია რომ დაცვა არ გვყავს გუნდმა წინა ორ მატჩში 8 ბურთი გაუშვა იგივე დაცვით და მაინც არ შეცვალა და იგივე დაცვა დატოვა, საყრდნეად მოხევიშვილი რომელიც ფეხბურთელი საერთოდ არ არის ყველა თამაშში ათამაშა, ფორვარდად ვატო არველაძე რომელიც ვერ დარბის ვერ მოძრაობს და ვერაფერს აკეთებს და მარცხენა მცველად ნადარაია რომელიც უბანშიც კი არ უნდა ათამაშო და ლაკვეხელიანი დატოვა თბილისში არ წაიყვანა და ნადარაია 3-ვე თამაშში ძირითადში იყო უბრალოდ სამარცხვინოა რასაც გეგუჩაძე აკეთებს და მაინც პოსტზე რჩება
alekos
11 ოქტომბერი 2017 10:45
1
მაგიტომაც რჩება,...
zaza tbilisi
11 ოქტომბერი 2017 15:00
0
რა ხდება ? რატო ხდება? რა უბედურებაა?
OTO
11 ოქტომბერი 2017 10:42
0
გასაგებია რომ გეგუჩაძემ ჩაისვარა, მაგრამ თავმოყვარე გუნდს მწრვთნელი საერთოდ რომ არ ყავდეს 3-1 მაინც არ უნდა აგებდეს ფარერებთან, თანაც ის 1 ბურთიც ფარერებმა საკუთარ კარში გაიტანა. აი თქვენი არაბიძე, ჩაკვეტაძე და ა.შ. არაბიძეზე სულ ვამბობდი რომ არაფერი ფეხბურთელია, რამეს რომ წარმოადგენდეს უკეთეს გუნდში გადავიდოდა, შახტარის დუბლებს ვერ გასცდა კაცი, იგივე იქნება ჩაკვეტაძეც, ჯერ ხომ ხეხავს გენტის სათადარიგო სკამს, მალე მაგ სკამზეც აღარ დააჯენენ. მოკლედ ქართული ფეხბურთი მძიმედ ავადაა, დაავადებას ქვია "საფეხბურთო სპიდი", რომელიც არ ინკურნება
dato
11 ოქტომბერი 2017 10:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული