U21. ფარერები-საქართველო 3:1 - ვის იმედადაა ქართული ფეხბურთი?! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მესამე მატჩი ჩაატარა და მესამე მარცხი იწვნია, მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - თუ პოლონეთსა და დანიასთან ნაწვნევ მარცხებს კიდევ ჰქონდა რაღაც ახსნა, გუშინდელი კოშმარი რით უნდა ავხსნათ?

ფაქტია, ეს სერიოზული დარტყმაა გია გეგუჩაძისა და მისი შეგირდებისთვის.

ცხადია, რაღაც დოზით პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს გუშინდელი შეხვედრის ყველა მონაწილემ - მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც, რადგან ეს არ იყო რიგითი მარცხი. ეს იყო ის, რის იქითაც ალბათ აღარაფერი აღარ არის და თვით თავისუფალი ვარდნაც კი ჩერდება.

ჯგუფიდან გასვლას
ვინ ჩივის, გუნდმა, რომლის იმედიც გვქონდა, უკვე შეიძლება ითქვას, გვარიანად შეგვარცხვინა.

კარგად ვიცით - ზოგადად, ფარერებზე ფეხბურთი წინ წავიდა, ისინი ძველებურად იოლად აღარ აგებენ, მაგრამ, სულო ცოდვილო, იმ ციდა კუნძულზე ხალხზე მეტი ცხვარია და...

მაგრამ ყველაფერს მასაც ვერ დავაბრალებთ. ვნახეთ ეს თამაში და ნეტავ არ გვენახა! მთელი 90 წუთის განმავლობაში მინდორზე უპასუხისმგებლობის ზეიმი იყო. თუ ფეხბურთელი გქვია, 2 მეტრიდან ცარიელ კარში როგორ ვერ უნდა გაიტანო?! თუ ფეხბურთელი გქვია, ორმეტრიანი პასი როგორ ვერ უნდა გააკეთო?! თუ ფეხბურთელი ხარ, ელემენტარულად ხომ უნდა იცოდე, რომ პარტნიორს დაზღვევა სჭირდება?!

ისე ჩანდა, რომ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა დიდ ნაწილს... გუშინ საერთოდ არ უნდოდა თამაში. ყოველ შემთხვევაში, გვგონია, რომ თუ ის მაისურა გიყვარს, რომელიც გაცვია, ასე არ უნდა ითამაშო!

მეორე თემაა საქართველოს ნაკრების უკანა ხაზი. იქმნება შთაბეჭდილება (ასე იყო სამივე შეხვედრაში), რომ ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს დაცვა საერთოდ არ ჰყავს. ამ სათამაშო რგოლის გარეშე კი ფეხბურთის თამაშს აზრი არ აქვს და თუ ითამაშებ, იმას მაინც უნდა შეეგუო, რომ ვერაფრით მოიგებ.

გამოვლენ მერე ეს ჩვენი ფეხბურთელები, მეთევზეთა მიერ ძლეულნი და დაგვიწყებენ მტკიცებას, რომ მათი გადაბირება ამა თუ იმ კარგ გუნდს სურს, ოღონდ ჯერ კლუბს ვერ დაასახელებს. არა, შვილო, ძმაო, მეგობარო - ჯერ ფარერებს მოუგე და მერე იფიქრე სხვა რამეზე.

არადა, ცალკე თვითონ აქვთ მაღალი წარმოდგენა თავიანთ თავზე და ცალკე ის აგენტები თუ ვაიმენეჯერები აგიჟებენ, საშოვარზე გადაგებულნი დღენიადაგ რომ დაძრწიან და ოღონდ რაღაცას გამორჩნენ, სულაც არ დაეძებენ, სად ითამაშებს მათი კლიენტი.

სრული საფუძველი გვაქვს, მათ გუშინდელი თამაშის შემდეგ ვკითხოთ: რატომ ითამაშეს ასე, როცა ქვეყნის ეროვნული გუნდის მაისურა ეცვათ? ვინ არიან ისინი, ქვეყნის პატრიოტები თუ მხოლოდ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც ციცინათელებივით წამიერად აენთებიან და მალევე ჩაქრებიან. და კიდევ: ამათ იმედადაა ქართული ფეხბურთი?

დამოუკიდებლობის წლებში ქართულ ფეხბურთს უკვე ძალიან ბევრი სირცხვილი შეემთხვა და, მგონი, გუშინ ქვეყნის დასალიერს განცდილი მარცხი კიდევ ერთი და ძალიან დიდი შავი ლაქა იქნება ჩვენი ფეხბურთის უახლეს ისტორიაში.

ფარერების ნაკრებმა მოიგო, ჩვენ კი სასიხარულო რა გვაქვს. ქართული ფეხბურთი ისვენებს. ქართული ფეხბურთი ცხვარში წავიდა...

U21. ევროპის ჩემპიონატი. შესარჩევი. III ჯგუფი
10.10. ტორსჰავნი
ფარერები-საქართველო 3:1
გოლები: 1:0 ოლსენი (22), 2:0 ტომსენი (26), 2:1 იაკობსენი (29-საკ. კარში), 3:1 იაკობსენი (39)
ფარერები (4-5-1): კ. ჰანსენი - მაგნუსონი, ვერდუმი, იაკობსენი, ედმუნდსონი - ბიარტალიდი (70. ი. ოლსენი), ტომსენი, მ. ოლსენი, ჰეინესენი, პეტერსენი (90. ნიკლასენი) - ბ. ჰანსენი (63. ანდერსენი).
სათადარიგოები: რასმუსენი, ფრედრიკსენი, იოჰანსენი, ა. ოლსენი
მწვრთნელი: ელი ჰენცე
საქართველო (4-3-3): კუპატაძე - შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ნადარაია - ხარაიშვილი, ჩაკვეტაძე, მოხევიშვილი (68. ბერიძე) - არაბიძე, მიქელთაძე, არველაძე (46. კოხრეიძე).
სათადარიგოები: გოშაძე, ჩაჩუა, გიორბელიძე, ბაშელეიშვილი, ზარანდია
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: ედმუნდსონი (43), მ. ოლსენი (57), ჰეინესენი (58)
არბიტრი: ფარუჯა ჩანი (მალტა).

სხვა მატჩები
ლიტვა-პოლონეთი 0:2
ფინეთი-დანია 0:5

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. დანია 4 4 0 0 19-2 12
2. პოლონეთი 3 2 1 0 8-3 7
3. ფარერები 4 1 1 2 4-8 4
4. ლიტვა 3 1 0 2 3-8 3
5. ფინეთი 3 0 2 1 4-9 2
6. საქართველო 3 0 0 3 3-11 0

მომდევნო მატჩები
10 ნოემბერი
საქართველო-ფინეთი
ფარერები-პოლონეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 92 /
ხო გეგუჩაძე გაამართლეთ ეხლა მაგის ბრალი არააო
იმედია იმდენს მაინც ხვდება და კაცობა ეყოფა რო გადადგეს და თავის თავზე აიღოს მთლიანი პასუხისმგებლობა
სელესაო
11 ოქტომბერი 2017 11:21
0
ეს უკვე არის კატასტროფა! ეხლა მაინც ვერ იტყვიან რომ ფეხბურთელები არ გვყავს და ფარერებს უკეთესი შემსრულებლები ჰყავთ ან ჩემპიონატის დონეა უფრო მაღალი..
როცა გუნდში გყავს არაბიძე, ჩაკვეტაძე, ხარაიშვილი და ერთხელ ურტყამ კარში ეს არის მარაზმი! ამ შემადგენლობით ვერ ვუგებთ მოყვარულებს, მეთევზეებს და დურგლებს.. აქ არც ფედერაციაა დამნაშავე, არც სხვა ვინმე, მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სამწვრთნელო შტაბს და ფეხბურთელებს. გეგუჩაძემ ბოდიში უნდა მოიხადოს და თავისი ხიზანიშვილიანად წაბრძანდეს ნაკრებიდან. მან ვერ შეძლო ასეთი კარგი შემადგენლობის რეალიზაცია და შეგვარცხვინა საქვეყნოდ!
georgian
11 ოქტომბერი 2017 12:25
1
გეგუჩაძემ უთხრა არაბიძეს ჩაკვეტაძეს და ხარაიშვილს გოლი არ გაიტანოთო? საქმე იმაშია რომ აზრზე არ არიან ფეხბურთის არც მწვრთნელი და არც ფეხბურთელები, უბრალოდ აქ საქართველოში კარგ პიარს უკეთებენ ეს ვითომ ჟურნალისტები და ვითომ მენეჯერები!
Gio
11 ოქტომბერი 2017 17:54
0
უკანასკნელი თავმოყვარე კაცი ქართულ ფეხბურთში გივი ნოდია იყო (აცხონოს ღმერთმა), წააგო დიდი ანგარიშით და წავიდა.
ზოგადად ვინმეს, თუ სმენია უთავმოყვარეო კაცის გაკეთებული საქმე.
ქართველი
11 ოქტომბერი 2017 15:34
0
უკვე დამკვიდრდა თანამედროვე საქართველოში რომ ფეხბურთი გადაიქცა ერის სირცხვილად. ჰოდა, კმარა მისი დაფინანსება ჩვენი გადახდილი ფულებით!
qomagi
11 ოქტომბერი 2017 11:45
0
ესენი 21 წლამდე კიარა ჩვენ ნაკრებსაც ბურთს თავზე დაახევდნენ :)
Tazo
11 ოქტომბერი 2017 11:15
0
ყველა საკითი გარკვეულია. ყველამ ყველაფერი იცის. ერთადერთი პრობლემა რჩება აქ: სახელმწიფო არ უდნა აფინანსებდეს ფეხბურთს. ვსო )) ტყუილად ვიღაცეების ჯიბეებში და ჰაერში და წყალში იყრება ათეულობით მილიონი.
ირაკლი
11 ოქტომბერი 2017 11:04
0
შეიძლება ფეხბურთს ვერ თამაშობდე მაგრამ ქვეყნის იმიჯი რომ ესე არ გააპარტახო, შენი ხალხის სიყვარული, ესე გული რომ არ ატკინო რაღაცის სიყვარული მაინც ხომ უნდა გქონდეს ფეხბურთელს, აქ ყველაფერში დამნაშავე ეს გაბრექილი და უარგისი მწვრთნელებია ჯერ ბავშვს ქვეყნის სიყვარული უნდა ასწავლო, კაცობა და მერე ფეხბურთი, მაგრამ თვითონ არაფერი იციან და ბავშვებს რა უნდა ასწავლონ
fu tqveni
11 ოქტომბერი 2017 15:23
0
მოკლედ ერთი თეთრით არ დააფინანსოდ ამ საცოდავი ხალხიდან აკრეფილი გადასახადებით ეს უნამუსო, უსისხლო , უჯიგრო ფეხბურთელები, და დროა ხალხმა მკაცრი გადაწყვეტილება მიიღოს ამ მუქთახორების წინააღმდეგ
fu
11 ოქტომბერი 2017 13:06
0
თენგო გეთანხმები, უნდა შეწყდეს რეგიონიდან ბავშვების წამოყვანა და ამ ვითომ ბრენდებში ,, დინამო" საბურთალო" წამოყვანა. ბავშვთა ფეხბურთში იმდენი ცოდვა ტრიალებს რა გაახარებს ქართულ ფეხბურთს. ბავშვებთან რო ასე იქცევიან ეგ მწვრთნელები ყველა გასაყრელია. თქვენ წარმოიდგინეთ ჯერ კიდევ კარობკას რო ეძახიან და იქ თამაშობენ პატარა ბავშვები 4-4 ზე იქაც მიდის ჩაწყობა და რა ვიცი ერთი უშველებელი. მშობლები კიდევ ეს ცალკე თემაა, მიდის ერთი უშველებელი მწვრთნელებთან ჩალიჩი, რესტორანი პატიჟი და რა ვიცი და ვისაც არა აქვს საშუალება უყურებს ამ ყველაფერს გვერდიდან, ხედავს ამას ბავშვი უტყდება გული და რა ვიცი, რა გაახარებს ქართულ ფეხბურთს. მერე კიდევ სავალდებულოა რო ფეხბურთელის შვილი მაინც და მაინც ფეხბურთელი გამოვიდეს ვერ გავიგე. აბრეზას ბიჭი, კვარას ბიჭი, მუმუს ბიჭი, ბიძაშვილი მამიდაშვილი, მერე ეს კვოტები რაღა უბედურებაა. საბურთალოს ნაკრებში კვოტი (ხეჩიკაშვილის კვოტი) დინამოს კვოტი, ლოკოს კვოტი, რეგიონს მცირე კვოტი და ბოლოს გამოდის კვატი ქართულ ფეხბურთს. აბრეზას მეტს ფეხბურთი არ უთამაშნია საქართველოში ვინმეს ვერ გავიგე, ყველა ნაკრებში მისი შვილი რო თამაშობს, აუ გვეშველაო აუ, ესაო ისაო და რა, არც არაფერი. ახლა გეგუჩაძე დანიშნეთ ეროვნული ნაკრების მწვრთნელად და დავისვენებთ ყველა ერთად.
ვოვა
11 ოქტომბერი 2017 16:24
0
U17- აბრეზა ბიჭი, კვარაცხლიას ბიჭი, კიკნაძეს ბიჭი, ნემსაძის ნათლული- ბაქრაძე, ქურდი რამაშკას და ტორპედოელი აბზიანიძეს შვილიშვილი, მხედრიონელ გიგა გელაშვილის შვილი, პოლიციის უფროსი ჭავEანიძეს შვილი, შალვა ობგაიძის შვილიშვილი, ქურდი ჯანგველაძეს შვილი, მილიონერი ჯინჭარაძეს ( ნემსას მეგობარი ) შვილი, ვინღა ჩამოვთვალო , დამეღალა ხელი (((( თქვენ განსაჯეთ კიდევ გადახდილი ფულიანები (ამას ვერ დაამტკიცებ :( )
??/
12 ოქტომბერი 2017 01:40
0
მოდი რა, ჩაატაროს ვინმემ გამოკითხვა, უნდა ფინანსდებოდეს თუ არა ფეხბურთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან
gt
11 ოქტომბერი 2017 12:29
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული