ჭიდაობა

თავისუფალი

ქართველმა "თავისუფლებმა" ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

AutoSharing Option
სამწუხაროდ, კასპიისკში ევროპის ჩემპიონატზე ფინალში ორივე ქართველი ფალავანი დამარცხდა.

ბექა ლომთაძემ (61 კგ) ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ჰასან ზადას ძლევის შემდეგ ფინალი დაღესტნელ ჰაჯიმურად რაშიდოვთან წააგო (1:4).

გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ნახევარფინალი ადვილად მოუგო პოლონელ რობერტ ბარანს, გადამწყვეტ ბრძოლაში კი ოლიმპიურ  ჩემპიონ თურქ ტახა აკგულთან დამარცხდა 1:2.

სანდრო ამინაშვილმა (86 კგ) გერმანიის სახელით მოასპარეზე აჰმედ დუდაროვს სძლია 5:4 და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ირაკლი მწითური (92 კგ) კი უკრაინელ კირილე მიეშკოვთან დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.

შეგახსენებთ, გუშინ ბრინჯაოს მედლებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65
კგ), ზურაბ იაკობაშვილი (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) დაეუფლნენ.

ასე და ამრიგად, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე 2 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.