ჭიდაობა

ძიუდო

ბექა ღვინიაშვილმა წონა შეიცვალა - 16-18 ივნისს ასტანის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
16-18 ივნისს, ასტანის გრანდ სლემზე 10 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ყაზახეთის დედაქალაქში - 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში დაბრუნდა ბექა ღვინიაშვილი. 27 წლის ძიუდოისტს - 90 კილოგრამში დიდი კონკურენცია აქვს, ჰყავს მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური და ევროპისა და მსოფლიოს გამარჯვებული ლუკა მაისურაძე, რის გამოც "ტაისონას" აღარ ეძლეოდა შანსი, რომ თავი გამოეჩინა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

- 66 კგ - გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე

- 73 კგ - კოტე კაპანაძე, გიორგი ტერაშვილი

- 81 კგ
- ზაურ დვალაშვილი, დიმიტრი გოჩილაიძე

- 100 კგ - ბექა ღვინიაშვილი, გიორგი ბერიაშვილი

+ 100 კგ - გურამ თუშიშვილი, საბა ინანეიშვილი

ქალთა ნაკრები ყაზახეთში არ მიემგზავრება.


ასევე დაგაინტერესებთ