ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ტარასენკო მთავარი ვარსკვლავია

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნულმა ლიგამ გასული კვირის პირველ ვარსკვლავად "სენტ ლუის ბლუზის" ფორვარდი ვლადიმირ ტარასენკო დაასახელა. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 6 ქულა (3+3) დააგროვა. რუსი თავდამსხმელი მეხუთე ადგილზეა ლიგაში გოლების რაოდენობით (33).

კვირის მეორე ვარსკვლავი გახდა "ფლორიდა პანტერზის" ფორვარდი ვინსენტ ტროჩეკი. მან სამ მატჩში 6 ქულა (1+5) მიითვალა.

მესამე ვარსკვლავის სტატუსი მიიღო "ნიუ ჯერსი დევილზის" მეკარემ კიტ კინკედმა. მან ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორივე მოიგო. კინკედი საშუალოდ მატჩში 0.48 გოლს უშვებდა და მეტოქეთა დარტყმების 98.1 პროცენტს იგერიებდა. "ნიუ ჯერსის"
კარის დარაჯმა 30 დარტყმა მოიგერია "სან ხოსესთან" (3:0) მატჩში და კარიერაში მეორე შათაუტი შეასრულა.

* * *
"ლოს ანჯელეს კინგზის" მეკარემ ჯონათან კუიკმა "ჩიკაგოსთან" მოგებულ მატჩში (5:0) კარიერაში 41-ე "შათაუტი" შეასრულა. კალიფორნიელთა კარის დარაჯმა 32 დარტყმა მოიგერია.

კუიკი ამერიკელ მეკარეებს შორის პირველად ადგილზე გადავიდა "მშრალი" მატჩების რაოდენობით. წინა რეკორდი ჯონ ვანბისბრუკსა და ფრენკ ბრიმსეკს ეკუთვნოდათ.

აილენდერსი-ფლორიდა 3:2
0:1, 0:1, 3:0
გოლები: 0:1 ბარკოვი-22 (პეტროვიჩი-11, იუბერდო-33), 0:2 ბიუგსტადი-11 (ბარკოვი-23, იუბერდო-34), 1:2 ოკსოპო-18 (ნილსენი-26, ჰამონიკი-14), 2:2 ბეილი-12 (ტავარესი-29, სიზიკასი-19), 3:2 კლატერბეკი-13.

ჩიკაგო-ლოს ანჯელესი 0:5
0:2, 0:1, 0:2
გოლები: 0:1 ვერსტიგი-12 (მაკნაბი-7, ლ. შენი-7), 0:2 ლუჩიჩი-17 (ვერსტიგი-23, კოპიტარი-39), 0:3 ლეკავალიე-8 (ტ. ლუისი-8, პირსონი-19), 0:4 დ. ბრაუნი-9, 0:5 ტოფოლი-25 (ლ. შენი-8).

ედმონტონი-ნეშვილი 2:3
1:1, 1:1, 0:1
გოლები: 1:0 ებერლე-21 (მაკდევიდი-22), 1:1 ჯ. ნილი-24 (ბიტეტო-4, რ. იოჰანსენი-35), 2:1 პაკარინენი-5 (დრაიზაიტლი-30, ფეინი-4), 2:2 ჯ. ნილი-25 (შ. უებერი-27, იარნკროკი-10), 2:3 ჯ. ნილი-26 (ეკჰოლმი-23, იარნკროკი-11).

კალგარი-სტ. ლუისი 7:4
2:2, 3:0, 2:2
გოლები: 1:0 კოლბორნი-13 (ბუმა-3, დ. ჰემილტონი-22), 1:1 აპშოლი-6 (პარაიკო-21, რივსი-1), 1:2 შჩასტნი-8 (ბროუერი-14, ფაბრი-18), 2:2 ფროლიკი-12 (ბეკლუნდი-22), 3:2 მონეჰანი-22 (გოდრო-41), 4:2 ჯორდანო-17 (გოდრო-42, დ. ჰემილტონი-23), 5:2 მონეჰანი-23 (დ. ჰემილტონი-24, იოკიპაკა-7), 5:3 შატენკირკი-13 (შვარცი-12, ლეჰტერა-21), 5:4 შჩასტნი-9 (პააიარვი-5, ბროუერი-15), 6:4 ფროლიკი-13 (ჯორდანო-28), 7:4 ფროლიკი-14 (მონეჰანი-28, გოდრო-43).

ვანკუვერი-ვინიპეგი 2:5
0:2, 0:1, 2:2
გოლები: 0:1 დანო-3 (მიერსი-18, მ. პერო-30), 0:2 მიერსი-9, 0:3 ბურმისტროვი-7 (მ. პერო-31, დანო-3), 0:4 შაიფელი-23 (ველერი-43, ენსტრიომი-14), 0:5 დანო-4 (ბურმისტროვი-11, ჩიაროტი-7), 1:5 მაკანი-8 (ჰამჰუისი-9, ტანევი-13), 2:5 ვირტანენი-7.

ანაჰაიმი-ნიუ ჯერსი 7:1
0:0, 4:1, 3:0
გოლები: 1:0 კოლიანო-8 (სილფვერბერგი-15, კესლერი-24), 1:1 სმიტ-პელი-10 (ტ. კენედი-8, ჯ. მური-13), 2:1 კესლერი-15 (მენსონი-8, კოლიანო-14), 3:1 სილფვერბერგი-10 (მენსონი-9, სტოუნერი-4), 4:1 სილფვერბერგი-11 (კესლერი-25, კოლიანო-15), 5:1 პერი-29 (ჰოლცერი-2, რაკელი-21), 6:1 რიტჩი-1 (ჰოლცერი-3, ჰორკოფი-5), 7:1 სილფვერბერგი-12 (ლინდჰოლმი-15, დესპრე-4).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული