ჰოკეი. NHL. რეგულარული ჩემპიონატი: ოთხი ვარსკვლავური გუნდი

AutoSharing Option
ჰოკეის ეროვნული ლიგის ხელმძღვანელობამ წარმოადგინა იმ მოთამაშეების სია, რომლებიც 31 იანვარს, ნეშვილში "ყველა ვარსკლავის მატჩში" მიიღებენ მონაწილეობას.

როგორც უკვე ვწერდით, "ოლ სტარი" ახალი ფორმატით ჩაივლის: "ბრიჯსთოუნ არენაზე" ვიხილავთ ოთხ გუნდს, რომლებიც ლიგის თითოეულ დივიზიონს წარმოადგენენ. გაიმართება ორი ნახევარფინალი და ფინალი სამი-სამზე ფორმატით.
თითოეულ გუნდში 11 ჰოკეისტია - ორი მეკარე, სამი მცველი და ექვსი ფორვარდი.

ატლანტიკი
მეკარეები: ბენ ბიშოპი (ტამპა ბეი), რობერტო ლუონგო (ფლორიდა);
მცველები: ერიკ კარლსონი (ოტავა), პი კეი საბენი (მონრეალი), აარონ ეკბლადი (ფლორიდა);
ფორვარდები: პატრის ბერჟერონი (ბოსტონი), იარომირ იაგრი
(კაპიტანი, ფლორიდა), ლეო კომაროვი (ტორონტო), დილან ლარკინი (დეტროიტი), რაიან ო’რაილი (ბაფალო), სტივენ სტემკოსი (ტამპა ბეი).
მწვრთნელი: ჟერარ გალანტი.

სენტრალი
მეკარეები: პეკა რინე (ნეშვილი), დევან დუბნიკი (მინესოტა);
მცველები: ში უებერი (ნეშვილი), რომან იოსი (ნეშვილი), დასტინ ბაფლინი (ვიპინეგი);
ფორვარდები: ჯონათან ტეივზი (ჩიკაგო), ვლადიმირ ტარასენკო (სტ. ლუისი), ტაილერ სეგუინი (დალასი), პატრიკ კეინი (კაპიტანი, ჩიკაგო), მეტ დუშენი (კოლორადო), ჯეიმი ბენი (დალასი).
მწვრთნელი: ლინდი რაფი.

მეტროპოლიტენი
მეკარეები: ბრეიდენ ჰოლტბი (ვაშინგტონი), კორი შნაიდერი (ნიუ ჯერსი);
მცველები: რაიან მაკდონაჰი (რეინჯერსი), კრის ლეტანგი (პიტსბურგი), ჯასტინ ფოლკი (კაროლინა);
ფორვარდები: ჯონ ტავარესი (აილენდერსი), ბრენდონ საადი (კოლამბუსი), ალექსანდრ ოვეჩკინი (კაპიტანი, ვაშინგტონი), ევგენი მალკინი (პიტსბურგი), კლოდ ჟირუ (ფილადელფია), ნიკლას ბექსტრიომი (ვაშინგტონი).
მწვრთნელი: ბარი ტროტცი.

პასიფიკი
მეკარეები: ჯონათან კუიკი (ლოს ანჯელესი), ჯონ გიბსონი (ანაჰაიმი);
მცველები: მარკ ჯორდანო (კალგარი), დრიუ დაუტი (ლოს ანჯელესი), ბრენტ ბერნსი (სან ხოსე);
ფორვარდები: დანიელ სედინი (ვანკუვერი), ჯონ სკოტი (კაპიტანი, არიზონა), კორი პერი (ანაჰაიმი), ჯო პაველსკი (სან ხოსე), ტეილორ ჰოლი (ედმოტონი), ჯონი გოდრო (კალგარი).
მწვრთნელი: დერის სატერი.

მონრეალი-ნიუ ჯერსი 2:1
1:0, 1:0, 0:1
გოლები: 1:0 პასიორეტი-17 (პლეკანეცი-23, საბენი-27), 1:1 ტ. მიტჩელი-6 (ბირონი-3), 2:1 ენრიკე-14 (ე. გრინი-4, სტემპნიაკი-20).

ჩიკაგო-პიტსბურგი 3:1
1:0, 2:1, 0:0
გოლები: 1:0 პანარინი-14 (ანისიმოვი-8, პ. კეინი-37), 1:1 მალკინი-19 (კესელი-11, ლეტანგი-21), 2:1 პანარინი-15, 3:1 ტერავაინენი-9.

ანაჰაიმი-ტორონტო 0:4
0:1, 0:2, 0:1
გოლები: 0:1 პარენტო-10 (ჰანვიკი-5, ბოზაკი-17), 0:2 პარენტო-11 (ვან რიმსდიკი-15, ბოზაკი-18), 0:3 კადრი-8 (კომაროვი-13, პოლაკი-9), 0:4 ბ. ბოიესი-4 (ფანოფი-17, მატიასი-9).

ვანკუვერი-კაროლინა 3:2
0:0, 1:1, 2:1
გოლები: 0:1 ლაილსი-2 (ჯ. სტაალი-9), 1:1 ბაერტში-6 (კრაკნელი-5, ტანევი-6), 2:1 ჰორვატი-4 (ბარტკოვსკი-8, ბიეგა-3), 2:2 ჯ. სტაალი-8 (ჰანიფინი-7), 3:2 ჰორვატი-5 (ბაერტში-7, ვეი-2).

კოლორადო-სტ. ლუისი 4:3 (ო)
1:2, 1:1, 1:0, 1:0
გოლები: 1:0 დუშენი-19, 1:1 ტარასენკო-24 (პიეტრანჯელო-14, ლეჰტერა-12), 1:2 ბეკსი-11 (ტარასენკო-19, შჩასტნი-15), 1:3 ბერგლუნდი-1, 2:3 გრიგორენკო-2 (იგინლა-11, მარტინსენი-6), 3:3 მაკინონი-14 (ბერი-22, ჰოლდენი-10), 4:3 ლანდესკოგი-9 (მიტჩელი-5, ბოშემენი-17).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული