მოთხილამურე ლინდსი ვონმა დოპინგ ტესტი პირდაპირ მოდების ჩვენებაზე ჩააბარა

AutoSharing Option
სამთო თხილამურებში 2010 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ამერიკელმა ლინდსი ვონმა დოპინგ-ტესტი პირდაპირ ამერიკის მოდის დიზაინერთა საბჭოს გადაცემის ცერემონიაზე ჩააბარა. ამის შესახებ ESPN წერს.

თავად ცერემონია ნიუ იორკში 5 ივნისს გაიმართა, მაგრამ ინციდენტის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. დოპინგ-ოფიცრებმა სპორტსმენს მოთხოვეს ღონისძიებაზე შეშვება, შემდეგ ლინდსი ტუალეტის ოთახში გააცილეს, სადაც საჭირო ანალიზები აიღეს.

ვონის პრესმდივანმა ლუის კეიმ განაცხადა, რომ სპორტსმენი გაგებით შეხვდა აშშ-ის ანტისადოპინგო სააგენტოს წარმომადგენლების გამოჩენას. "მას ესმის, რომ ეს მისი სამუშაოს ნაწილია", - ამბობს კეი სააგენტო AP-თან კომენტარში.

სპორტსმენები, რომლებსაც ოლიმპიურ
თამაშებზე მონაწილეობა უწევთ, ნებისმიერ დროს ხდებიან ანტისდოპინგო სააგენტოების შემოწმების საგანი. სპორტსმენებმა უნდა აცნობონ ანტისადოპინგო ოფიცრებს თავიანთი გადაადგილებების შესახებ.

მსოფლიოს თასის ოთხგზის მფლობელს სანახევროდ გაუცდა შარშანდელი სეზონი ტრავმის გამო, თუმცა ამერიკელი მოთხილამურე ასწრებს სოჭის ოლიმპიადისთვის გამოჯანმრთელებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული