ელენე გედევანიშვილმა იაპონიის ტურნირის შარშანდელი შედეგი გააუმჯობესა

AutoSharing Option
სპორტის ზამთრის სახეობების წარმომადგენლებისთვის ახალი სეზონი არც ისე დიდი ხნის წინათ დაიწყო.

ფიგურულად მოციგურავეებმა გრანპრის სერიაში იასპარეზეს, რომელიც 6 ეტაპისგან შედგებოდა. ევროპის ორგზის ბრინჯაოს პრიზიორმა ელენე გედევანიშვილმა ნოემბრის დასაწყისში კანადის მე-2 ეტაპზე მოსინჯა ძალები.

მოკლე პროგრამის შემდეგ 10 უძლიერეს სპორტსმენს შორის პირველი იყო, მაგრამ თავისუფალ პროგრამაში ვერ იყოჩაღა და საბოლოოდ მე-5 ადგილს დასჯერდა.

გასულ უქმეებზე ქართველი მოციგურავე გრანპრის ბოლო ეტაპზე ამ სახეობის ელიტის წარმომადგენლებს იაპონიაში დაუპირისპირდა.

შედეგები ამჯერად უფრო მოკრძალებული გამოდგა: მოკლე პროგრამით 57,50 ქულას მოუყარა თავი და 9 მონაწილეს
შორის მე-6 იყო. თავისუფალშიც 99,46 ქულით მე-6 საფეხურს ვერ ასცდა.

საბოლოოდ 156,96 ქულა მოაგროვა და მხოლოდ ქსენია მაკაროვა, სოფია ბირიუკოვა (ორივე - რუსეთი) და ჰარუკა იმაი (იაპონია) მოიტოვა.

საგულისხმოა, რომ შარშან მსგავს შეჯიბრებებზე ელენემ მე-10 და მე-8 ადგილები დაიკავა. იაპონიაში პირველ ადგილზე 185,27 ქულით ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი მაო ასადა (იაპონია) გავიდა. გამარჯვებულს 0,05 ქულით ჩამორჩა მისი თანამემამულე აკიკო სუძუკი, რომელსაც მეორე ადგილი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული