სკანდალი: ყოფილი საბჭოთა მოციგურავე გენრიხ სრეტენსკი აშშ-ის პოლიციამ დააკავა

AutoSharing Option
ყოფილი საბჭოთა მოციგურავე გენრიხ სრეტენსკი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, აშშ-ის პოლიციამ დააკავა. ის ეჭვმიტანილია სექსუალური ძალადობის მცდელობაში.

50 წლის სრეტენსკი მერილენდის შტატის ტერიტორიაზე დააკავეს, სადაც ის ცხოვრობს და ფიგურული სრიალის მწვრთნელად მუშაობს.

NBC-ის მონაცემებით, სრეტენსკი ეჭვმიტანილია იმ ინციდენტში მონაწილეობაზე, რომელიც 2011 წლის სექტემბერში, ოლიმპიურ ქალაქ ლეიკ-პლესიდში მოხდა. მწვრთნელის ადვოკატის თქმით, ლაპარაკია პირველი და მესამე კატეგორიის სექსუალური ხასიათის დანაშაულზე.

თავდაპირველად მოსარჩელეს ვინაობა არ დასახელებულა, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ყოფილ საბჭოელ მოციგურავეს არასრულწლოვანი გოგონას მშობლები უჩივიან.

როგორც სარჩელში წერია, მწვრთნელი
ავიწროებდა გოგონას 2011 წლის ივლისში, ლეიკ-პლესიდში გამართული ტურნირის დროს.

სრეტენსკიმ გოგონას გვიან ღამით თავის ნომერში უხმო, მუხლებზე დაისვა, აკოცა და ხელით მკერდზე შეეხო. გოგონას სიტყვებით, მწვრთნელი მას სიყვარულში გამოუტყდა. გარდა ამისა, სტერენსკიმ ნორჩ მოციგურავეს დაახლოებით 500 სასიყვარულო მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

საბოლოოდ, სარჩელში წერია, რომ გოგონა იძულებული გახდა სპორტი მიეტოვებინა, არადა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მოციგურავედ მიიჩნეოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარემ მორალური ზიანი შეაფასა და სრეტენსკისგან 5 მილიონი დოლარი მოითხოვა.

გენრიხ სრეტენსკი სპორტულ ცეკვებში გამოდიოდა ნატალია ანენკოსთან ერთად. მათ მონაწილეობა მიიღეს 1988 წელს კალგარის ოლიმპიადაზე და იქ მეოთხე ადგილი დაიკავეს. იმავე წელს, ამ წყვილმა ვერცხლი მოიგო ევროპის ჩემპიონატზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული