ელენე გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-10 ადგილს დასჯერდა [+VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატში ფიგურულ სრიალში, ელენე გედევანიშვილი მე-10 ადგილზე გავიდა.

22 წლის ქართველ მოციგურავეს ჩემპიონატის მოკლე პროგრამაში საკმაოდ კარგი შედეგი - 58.49 ქულა ჰქონდა, რამაც მე-7 ადგილი მოუტანა და თავისუფალი პროგრამის წინ გულშემატკივარს მოლოდინი გაუჩნდა, რომ ელენე საპრიზო ადგილისთვის შეძლებდა ბრძოლას.

მაგრამ, თავისუფალი პროგრამის შემდეგ გედევანიშვილმა ჯამში 149.20 ქულა დააგროვა, რამაც ქართველ სპორტსმენს საბოლოოდ მე-10 ადგილი არგუნა.

მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი იტალიელი მოციგურავე კაროლინა კოსტნერი გახდა (189.94), ვერცხლი რუს ალენა ლეონევას (184.28) ერგო, ბრინჯაო კი იაპონელმა
აკიკო სუზუკიმ (180.68) დაისაკუთრა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული