ელენე გედევანიშვილი ტოკიოში მეოთხეა

AutoSharing Option
იაპონიის დედაქალაქი ტოკიო ფიგურული ციგურაობის გრან პრის მორიგ ეტაპს, NHK ტროფეის მასპინძლობს. ქალთა შორის 10 მონაწილეს შორის 21 წლის ელენე გედევანიშვილიცაა.

სეზონის პირველ გრან პრიზე ამერიკაში ელენემ მოკლე პროგრამა ჩააფლავა. მართალია, შემდეგ დიდებულად ისრიალა, მაგრამ მე-7 ადგილზე მაღლა ვეღარ ავიდა.

ამჯერად, ყველაფერი ბრწყინვალედ დაიწყო - მოკლე პროგრამის შემდეგ ქართველი მოციგურავე მე-4 ადგილზეა. მან მოკლე პროგრამისთვის 57,37 ქულა დაიმსახურა. ის მხოლოდ იაპონელ აკიკო სუზუკის (66,55), რუს ალიონა ლეონოვას (61,76) და კიდევ ერთ მასპინძელს, მაო ასადას (58,42) ჩამორჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული