ელენე დასკვნით სეგმენტშია

AutoSharing Option
მოსკოვში მიმდინარე მოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში დღეს ყინულზე ელენე გედევანიშვილი გამოვიდა.

21 წლის ქართველმა მოკლე პროგრამის შესრულებაში, 30 სპორტსმენს შორის მე-15 ადგილი დაიკავა, რაც ტურნირის დასკვნით სეგმენტში ასპარეზობის უფლებას იძლევა.

21 წლის ელენე მეექვსედ გამოდის მსოფლიოს ჩემპიონატზე და ჯერ არ ყოფილა შემთხვევა, რომ დასკვნით ნაწილში არ გასულიყო - მისი საუკეთესო შედეგი მე-10 ადგილია (2009 წ.), უარესი კი - მე-20 (2008 წ.).

დღესვე გაიმართება ყინულზე ცეკვების მოკლე პროგრამა იწყება. 25 მონაწილე წყვილი 5 ჯგუფად არის განთესილი. ჩვენებურები, ელისონ რიდი და ოთარ
ჯაფარიძე პირველივე ჯგუფში მესამე ნომრები არიან ებრაული და ესპანური დუეტის შემდეგ. შემდეგ სეგმენტზე 20 საუკეთესო წყვილი გადადის, ქართველთა მიზანიც ჯერჯერობით ესაა - ოცეულში მოხვედრა. შარშან, მათთვის სადებიუტო ჩემპიონატზე, ელისონსა და ოთარს სულ ცოტა დააკლდათ, 21-ე ადგილზე გავიდნენ. მოკლედ, ჩვენებმა სულ მცირე 5 დუეტს უნდა აჯობონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული