ჭიდაობა

თავისუფალი ჭიდაობა

ევროპის ჩემპიონატი: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშია!

AutoSharing Option
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მიმდინარე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 61 კგ-მდე წონითი კატეგორიის ფინალში გავიდა ვლადიმერ ხინჩეგაშვილი. ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი გადამწყვეტ შეხვედრაში რუს ახმეტ ჩაკაევს დაუპირისპირდება.

ჩემპიონატზე ფინალური ბლოკი თბილისის დროის 21:00 სთ-დან დაიწყება და შეხვედრების ლაივ-სთრიმით ხილვა ამ ბმულზე შეიძლება.

ხინჩეგაშვილმა ნახევარფინალში უკრაინელი პეტრო ბილეიჩუკი დაამარცხა (8-2), მანამდე კი აზერბაიჯანელი აჰმედნაბი გვარზატილოვი (9-5) და მოლდაველი ანდრეი პერპელიტა (4-1) ჩამოიშორა გზიდან.

დღესვე 74 კგ-მდე წონით კატეგორიაში იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემაც, რომელმაც 1/4-ფინალში სომეხ გრიგო გრიგორიანთან დაძაბული შეხვედრა ბოლო წამებზე დათმო
(4-5).

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ამ დროისთვის ორი ბრინჯაოს მედალია - წინა დღეს პრიზიორები ზურაბ იაკობიშვილი (65) და ელიზბარ ოდიკაძე (97) გახდნენ.