კიუშუს ბაშო: ლევან გორგაძის მარცხი, თეიმურაზ ჯუღელის გამარჯვება

AutoSharing Option
წლის უკანასკნელ ბაშოზე მე-4 დღის ბრძოლები გაიმართა.

აღმოსავლეთის კომუსუბი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) ოძეკი კისენოსატოს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ჩვენებურს 1-3 ბალანსი აქვს. მისი მომდევნო მეტოქე კვლავ ოძეკია - ტერუნოფუჯი, რომელთანაც ოთხივე ორთაბრძოლა დათმო.

კარგად ჭიდაობს მე-11 მაეგაშირა გაგამარუ (თეიმურაზ ჯუღელი), რომელმაც მძლავრი ოშიდაშით ტაკეკაძე დაამარცხა, ახლა მისი მეტოქე მონღოლი ტამავაშია.

IV დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): კაკურიუ-ოსუნაარაში (იორიკირი), ჰაკუჰო-იოშიკაძე (ჰატაკიკომი), ჰარუმაფუჯი-იჩინოჯო (შიტატენაგე), გოეიდო-ამინიშიკი (ოშიტაოში), ტერუნოფუჯი-აოიამა (უვატენაგე), კისენოსატო-ტოჩინოშინი (იორიკირი), გაგამარუ-ტაკეკაძე (ოშიდაში).

V დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-აოიამა, ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი, კაკურიუ-მიოგირიუ, ტოჩინოშინი-ტერუნოფუჯი, კისენოსატო-იჩინოჯო, გაგამარუ-ტამავაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული