გამონაკლისი არ დაუშვეს - ლევან გორგაძე ისევ აღმოსავლეთის კომუსუბია

AutoSharing Option
გუშინ, 26 ოქტომბერს, ტოკიოში სუმოს ახალი რეიტინგ-ლისტი (ბანძუკე) გამოქვეყნდა. სექტემბრის ბაშოზე დიდებულად იასპარეზა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც კომუსუბის რანგში ბაშო 10-5 ბალანსით დაასრულა და "მებრძოლი სულის" პრიზიც მიიღო.

იყო იმედი, რომ ლევანისთვის დამატებით ადგილს დაუშვებდნენ სუმოს რანგით მესამე ტიტულის, სეკივაკეობის მისაღებად (ორივე სეკივაკემ დადებითი ბალანსით დაასრულა ბაშო და ადგილი არ გამოთავისუფლდა).

მაგრამ ასე არ მოხდა - ახალ რეიტინგში ჩვენებური ისევ აღმოსავლეთის კომუსუბია. თუმცა მან კარიერაში პირველად დაიცვა კომუსუბის ტიტული და ესეც დიდი მიღწევაა.

თეიმურაზ ჯუღელმა (გაგამარუ) წინა ბაშო 6-9 ბალანსით
დაასრულა და ის დაქვეითდა - მე-9 მაეგაშირა იყო და ახლა მე-11 მაეგაშირაა და ნოემბრის ბაშოზე ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლა მოუწევს.

ნოემბრის ბაშო კუნძულ კიუშუზე 8 ნოემბერს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული